Pagani Zonda-ს ეს უნიკალური მოდელი $11 მილიონად გაიყიდა
ეს ერთადერთი და უნიკალური Zonda 760 LM Roadster-ი, რომელიც სპეციალურად კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა, დუბაიში, Sotheby’s-ის აუქციონზე, $11 მილიონად გაიყიდა. Le Mans-ით ინსპირირებული მოდელი თავდაპირველად Zonda S 7.3 Roadster-ი იყო, სანამ იტალიური ავტომწარმოებელი LM-ად გადააკეთებდა.
ავტომობილის გადაკეთების პროცესში 60-ზე მეტი ახალი კომპონენტი დაპროექტდა. ავტომწარმოებელმა Roadster-ს უნიკალური ფარების მქონე ახალი ცხვირი დაუყენა, დამატებით მოდელი მასიური უკანა ფრთითა და დიდი დიფუზორით აღჭურვა. მაგრამ ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კორპუსის განახლება. მოდელის გასაუმჯობესებლად, Pagani-მ სპეციალური აეროდინამიკური კვლევებიც კი ჩაატარა.
იტალურმა კომპანიამ Roadster-ი 760 ცხენის ძალის მქონე, 7.3-ლიტრიანი V12-ით აღჭურვა, ხოლო დაკიდების სისტემა Zonda 760-ის მოდელებიდან გამოიყენა. მანქანის 7-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი კი, ძრავსა და ბორბლებს შორის განათავსა.
მანქანის ყოფილი მფლობელის განცხადებით, Zonda რეგულარულად შემოწმებას კომპანიის კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში გადიოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მანქანას, გაყიდვის მომენტში, მხოლოდ 9 600 კილომეტრი ჰქონდა დაფარული.