კვლევა, ბიემვი, მერსედესი, ტესლა, ტოიოტა, პორშე, აუდი
Aa
Aa

ავტომობილები, რომელთა შენახვა 10-წლიან პერიოდში ყველაზე ძვირი და იაფი ჯდება

სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება - იქნება ეს წინასწარი გადასახადი თუ სესხის ყოველთვიურად დაფარვა - საწვავის გამოყენების ეფექტიანობასთან ერთად, ახალი ავტომობილის შეძენისას ჩვენ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. გასათვალისწინებელია ავტომობილის შენახვის ხარჯიც, თუმცა ეს შედარებით უფრო რთულად პროგნოზირებადია.

Consumer Reports-ის უახლესმა კვლევამ წარმოადგინა რამდენიმე რეალური მონაცემი იმის შესახებ, თუ რომელი ავტომობილების შენახვა ჯდება ყველაზე ძვირი ან იაფი, მათი შეძენიდან 10-წლიან პერიოდში.  ინფორმაციის მოსაპოვებლად, ორგანიზაციამ CR-ის წევრებს ყოველწლიურ სანდოობის კვლევაში მონაწილეობა სთხოვა. CR-იმ მათ მიერ ბოლო 12 თვეში ავტომობილების შეკეთებასა და სხვადასხვა საჭიროებებზე დახარჯული თანხა გამოიკვლია.

ორგანიზაციის ანგარიშის ეს კონკრეტული პუნქტი მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ზეთისა და საბურავების შეცვლა, მცირე მასშტაბის ხარვეზების შეკეთება - და არა, შეჯახების შედეგად დაზიანებული ავტომობილის აღდგენა. შედეგები გამაოგნებელი იყო: მანქანის მფლობელობიდან 10-წლიან პერიოდში, ყველაზე ძვირად შესანახი ავტომობილების მძღოლების ჯამური ხარჯი ხუთჯერ მეტია ($15 000), ვიდრე მათი, ვინც ყველაზე იაფად შესანახ ავტომობილს მართავს.

ავტომწარმოებელი, რომლის შენახვაც 10 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები ჯდება Tesla აღმოჩნდა. ეს ფაქტი საინტერესოა, თუ გავიხსენებთ, რომ ელექტრომობილების ამერიკულმა ავტომწარმოებელმა სანდოობის რეიტინგში წამყვანი პოზიციების დაკავება ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ათწლიანი მფლობელობის პერიოდში, Tesla-ს შენახვა მძღოლებს $4 000-ზე ოდნავ მეტი უჯდებათ, $5 000-მდეა Buick-ისა და Toyota-ს შენახვის ხარჯი.

არანაკლებ საინტერესო ვითარებაა რეიტინგის დასასრულს. Consumer Reports-ის ანგარიშით, 10-წლიანი მფლობელობის პერიოდში ყველაზე ხარჯიანი ავტომწარმოებლების სიაში გერმანული კომპანიები ლიდერობენ. მათ შორის, $9 000-ზე მეტი ჯდება BMW-ის, Mercedes-ის, Porsche-სა და Audi-ის მოდელების შენახვა.

მსგავსი სიახლეები