ელექტრო Miata ავტომოყვარულთა გაბრაზებას გამოიწვევს
თავისი მსუბუქი, უკანამძრავიანი დიზაინითა და ატმოსფერული ძრავით, Mazda Miata დიდი ხანია, ავტოენთუზიასტთა საყვარელ მოდელადაა ქცეული. თუმცა ახლა, ბრიტანულმა კომპანიამ მისი ელექტროვერსია წარადგინა, რომელიც დიდი შანსია, რომ ავტომოყვარულთა დიდ ნაწილს გააბრაზებს.
ამის მიუხედავად, Electrogenic-ის გუნდში სჯერათ, რომ სხვადასხვა ტიპის მანქანებისთვის ელექტროვერსიების შემუშავებას დიდი მომავალი აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრიტანულმა კომპანიამ პირველი თაობის MX-5-ში შიდა წვის ძრავის ელექტროძრავით ჩანაცვლება გადაწყვიტა. თუმცა, ამ დრომდე, Electrogenic-მა სხვადასხვა მოდელების, მათ შორის 911-ის, Defender-ის, E-Type-ს, Delorean-ის, Phantom-ისა და თუნდაც 1993 წლის Kia Pride-ს მოდიფიცირება უკვე სცადა.
აღსანიშნავია, რომ Miata-ს გადაკეთებისთვის, კომპანიას ავტომობილის კორპუსის დაჭრა არ დასჭირდა. რაც კარგი ამბავია ავტომოყვარულთათვის, რადგან მათი საკულტო ავტომობილი კვლავ თავდაპირველ დიზაინს ინარჩუნებს. Electrogenic-ის შემოთავაზებული ვერსია ქარხნულთან შედარებით 100 კილოგრამით მეტია, რაც დაახლოებით იმდენია, რამდენიც Miata RF-ი. წონის განაწილება უცვლელი რჩება, ხოლო სიმძლავრის წონასთან თანაფარდობა 21%-ით იზრდება.
Electrogenic-მა Miata-ს 1.8-ლიტრიანი, ატმოსფერული ძრავა 42 კვტ/სთ ბატარეის ნაკრებით ჩაანაცვლა. ბატარეები მანქანის უკანა მხარესაც დამონტაჟებულია, სადაც ჩვეულებრივ იპოვით საწვავის ავზსაც. Miata-ს ახალი ელექტროძრავა 160 ცხენის ძალას და 310 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ავტომობილი 0-დან 100-მდე დაახლოებით 6 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე კი, 185 კმ/სთ-ია.
უსაფეხურო გადაცემათა კოლოფი ძრავის სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს. ერთი დამუხტვით მოდელი 240 კილომეტრს ფარავს. სრულად დასამუხტად მოდელს ერთი საათი სჭირდება. ცნობისთვის, Electrogenic-მა თავის რამდენიმე პროექტში მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეინარჩუნა, თუმცა Miata-თან ასე არ მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომანქანებზე გადასვლა, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, გარდაუვალია, Miata-ს ელექტრომობილად გადაქცევა შეიძლება არ მოეწონოს მათ, ვინც აფასებს მანქანის ქარხნულ ვერსიას აფასებს. ამ დროისთვის, Miata-ს ელექტრომომავლის შესახებ დებატები გრძელდება.