ენცო ფერარის კომპანიის მანქანა Facebook-ზე იყიდება
უცნაურია, როდესაც საავტომობილო ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, მოულოდნელად, Facebook Marketplace-ზე გადააწყდები. 1962 წლის Ferrari 330 GT 2+2 პროტოტიპი, რომელსაც წარსულში ენცო ფერარი მართავდა, ახლა, კოლექციონერების დაპირისპირების ობიექტი გახდება. Marketplace-ზე ავტომობილის ღირებულება $865 000-ია, რაც საკმაოდ მისაღები უნდა იყოს, თუ ამ მოდელის ისტორიულ დატვირთვას და იშვიათობას გავითვალისწინებთ.
1962 წლის Ferrari 330 GT 2+2 მოდელი დახვეწილობასთან ერთად, ფუნქციურიცაა. Pininfarina-ს დიზაინით შექმნილი ავტომობილი, ოთხი ზრდასრული ადამიანის გადასაყვანადაა შექმნილი - რა თქმა უნდა, 1960-იანი წლების სტანდარტების გათვალისწინებით.
აქვე უნდა აღინიშნოს მოდელის 4-ლიტრიანი, „Columbo“ V12 ძრავა, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ-ია. ამ ძრავის ხასიათი, თავისებური ხმა, ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველობაა Ferrari-ს ენთუზიასტებისთვის.
ბოლო განცხადების მიხედვით, მოდელი პირველი პროტოტიპია, შასის ნომრით 4085 და თავის დროზე ენცო ფერარის პირადი ავტომობილი იყო. მისი ისტორიული მნიშვნელობის გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მანქანამ $285 000-ის ღირებულების რესტავრაციაც გაიარა, რათა თავდაპირველი სახე შეენარჩუნებინა.
თუმცა, მსგავსი მოდელის განთავსება Facebook Marketplace-ზე – სადაც მდიდრული ავტომობილების ნაცვლად უფრო ჩვეულებრივ ნივთებს ვხვდებით – გარკვეულ კითხვებს ბადებს. მართალია, Marketplace-ზე იშვიათობა არც მაღალი ხარისხის ავტომობილებია, თუმცა ასეთი მანქანები უფრო ხშირად, აუქციონის სახლების საშუალებით იყიდება.
რადგანაც მანქანა საკმაოდ იშვიათია და მას ენცო ფერარი პირადად მართავდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ახალი მფლობელი არ გამოუჩნდება. ახლა მთელი ყურადღება Facebook Marketplace-სკენაა მიმართული, რომელიც წესით, კოლექციონერთა დაპირისპირების არეალად უნდა იქცეს.