Aa Aa
24 მაისი 2020  |  11:51

Toyota: Lexus-ს კადანსის შემოკლება მოუწევს

ტედ ოგავა აღირებს, რომ ელიტური მანქანების ბაზარი რთულია.

Lexus-ი ამჟამად მოდელების განახლებაზე მუშაობს, მათ შორის LS-ზე, ახალი თაობის IS-სა და Toyota Yaris-ის კროსოვერზე. Toyota Motor North America-ს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიას გრძელი კადანსის შემოკლება მოუწევს.

 - „რაც შეეხება Toyota-ს მოდელებს, მათზე სადარდებელი არ გვაქვს. Lexus-ის შემთხვევაში კი კადანსი პრობლემაა. წელს LC-ის კაბრიოლეტი ახალი იქნება. თუმცა, უახლოეს მომავალში მეტი პროდუქტის შექმნა სასურველია“. - ამბობს ტედ ოგავა.

მისივე თქმით, ბაზარზე ელიტური მანქანებისთვის კონკურენციის გაწევა რთულია, რადგან ბრენდებს ფასდაკლებების კარგი სტრატეგიები აქვს. გერმანელები ძალიან ბევრ მოდელს აწარმოებენ და მათი კადანსი მოკლეა. ეს Lexus-ს კლიენტების მიზიდვას ურთულებს. მაგრამ, შესაძლებელია კომპანიისთვის მდგომარეობის გაუმჯობესება?

- „დიახ. პირველ რიგში უფრო მოკლე კადანსით და ფასებში კონკურენციით. გერმანული ბრენდები ბაზარზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ჩვენ ელიტური ავტომობილების ბაზარი უნდა შევცვალოთ, რაც მარტივი არ არის. მყიდველები ჩვენს ხარისხს ენდობიან, თუმცა, კადანსი ნამდვილად პრობლემაა. მე მისი გაუმჯობესება შემიძლია. ეს ჩემს ხელშია, თუმცა, ბაზარს მე ვერ ვაკონტროლებ“.

ინტერვიუს დროს, ოგავამ Toyota Land Cruiser ყველგანმავალის მომავალზეც ისაუბრა. დილერები ამ მანქანას მოუთმენლად ელიან, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

გაზიარება: