ტოიოტა, ამაზონი
Aa
Aa

გამოიწერდით ავტომობილს Amazon-დან? ეს უკვე შესაძლებელია

Amazon-ზე თითქმის ყველაფერი იყიდება, და ახლა ამ „ყველაფერში“ უკვე ახალი ავტომობილებიც შედის. კონკრეტულად კი, 2023 წელს, ამერიკულ ონლაინვაჭრობის პლატფორმისა და იაპონურ ავტომწარმოებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ახლა, Amazon-დან Hyundai-ის მოდელების გამოწერაც შეიძლება.

ამჟამად, 48 ამერიკულ ქალაქში მცხოვრები მომხმარებელი Amazon-ზე Hyundai-ს ახალ ავტომობილს ისევე მარტივად შეიძენს, როგორც სმარტფონის დამტენს ან შინაური ცხოველების ჩანთებს. amazon.com/autos-ს საიტზე შესვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ მოდელები, აირჩიონ სპეციფიკაციები, შეუკვეთონ, თანხაც გადაიხადონ და ავტომობილის მიღების თარიღიც ჩანიშნონ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სახლიდან გაუსვლელად.

სიახლე განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისთვისაც სტანდარტულ დილერებთან ურთიერთობა სტრესული გამოცდილებაა. ასეთი კი, ალბათ საკმაოდ ბევრია. Amazon-ს მარტივი, გამჭვირვალე და ფიქსირებული ფასის სისტემა აქვს, რაც უკვე დამკვიდრებულ შევაჭრების ტრადიციასაც აღმოფხვრის. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დილერები ამ პროცესისგან სრულად გამოთიშულები იქნებიან: პირიქით, Amazon-ი ამ შემთხვევაში, მომხმარებელსა და დილერებს შორის ე.წ. შუამავლის როლს შეითავსებს. 

თუმცა, ავტომობილის წამოყვანა ახალ მფლობელებს მაინც Hyundai-ს სალიდეროდან მოუწევთ. ამ სიტუაციაში მომხმარებელს ორი ვარიანტის არჩევა შეეძლება: სტანდარტული 75-წუთიანი სესია, რომელშიც მანქანის მახასიათებლების განხილვა და მოკლე ტესტ-დრაივი შედის, ან 45-წუთიანი შეხვედრა, ტესტ-დრაივის გარეშე.

ამჯერად Amazon-ს ლიზინგის ოპციები არ აქვს, თუმცა სამომავლოდ ამ ფუნქციის დამატებაც განიხილება. ასევე, მომავალ წელს პროგრამა გაფართოვდება, ხელმისაწვდომი გახდება სხვა რეგიონებშიც და ახალი ბრენდებიც დაემატება. თუმცა Amazon-ს ჯერ მათი ვინაობა არ გაუსაჯაროებია. 

თქვენ როგორ მოიქცეოდით? ონლიანვაჭრობის ახალ გამოცდილებას აირჩევდით, კვლავ ტრადიციულად, დილერებთან ვიზიტს მიანიჭებდით უპირატესობას? 

მსგავსი სიახლეები