McLaren-ი ტრაგიკული ავარიის შედეგად შუაზე გაიყო
ტეხასში, ორშაბათს შუადღით, შავი McLaren 570S დამანგრეველ ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შუაძრავიანი სუპერმანქანა ჯერ Toyota Corolla-ს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილი შუაზე გაიყო, ხოლო მისი ნაწილები გზაზე მიმოიფანტა.
ავარიის შედეგად McLaren-ში მყოფი ორივე მგზავრი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა Toyota-სა და McLaren-ის შეჯახების მიზეზი. თუმცა დაზიანების მასშტაბი ცხადყოფს, რომ შეჯახება ორივე ავტომობილისთვის დამანგრეველი იყო.
ინტერნეტში შემთხვევის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს, რომ Toyota Corolla, სუპერქართან კონტაქტის შემდეგ, პირდაპირ, გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეს დაეჯახა. იმავე ხელს შეასკდა McLaren-იც. დარტყმის ძალამ McLaren 570S ორ ნაწილად გაყო: მანქანის წინა ნაწილი ხესთან გაჩერდა, ხოლო უკანა ნაწილი, სადაც V8 ძრავაა განთავსებული, შუა ტრასაზე აღმოჩნდა.
McLaren 570S-ის მსგავსი ინჟინრული შედევრები მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ McLaren-ის კარბონის კორპუსი მძიმე დარტყმების უძლებს და ტექნიკურადაც ძლიერია, მან ამ ავარიის დროს მგზავრთა დაცვა მაინც ვერ მოახერხა. რაც შეეხება Corolla-ს მძღოლს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მანქანების აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია. ზარალიც დიდია. შეჯახების შედეგად ორივე მოდელმა მძიმე დაზიანებები მიიღო Corolla-ს კორპუსის წინა ნაწილმა, ხოლო McLaren-ი წინა მხარე თითქმის სრულად განადგურდა. შედარებით მსუბუქადაა დაზიანებული McLaren-ის უკანა მხარე, რაც მანქანის 3.8-ლიტრიანი, V8-ს გადარჩენის იმედს აჩენს.