ფოლცვაგენი, პორშე
Aa
Aa

Volkswagen-მა შესაძლოა გერმანიის ქარხნები აღარც დახუროს

თვეების განმავლობაში, Volkswagen-ი საზოგადოებას და ავტოინდუსტრიას გერმანიაში, ქარხნების შესაძლო დახურვის შესახებ აფრთხილებდა. მაგრამ ახლა, კომპანიის საბჭომ გეგმები შეცვალა და ობიექტების შენარჩუნებას ცდილობს.

თავდაპირველი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც Volkswagen-ი გერმანიაში, თავისივე სამშობლოში, ქარხანას დახურავს. კომპანია გადაწყვეტილებას რიგი მიზეზებით ხსნის - მათ შორის მაღალი ხარჯებით და ბაზრებზე დაბალფასიანი ჩინური ავტომობილების შემოსვლით.

კომპანიის წარმომადგენლების შეფასებით, სიტუაციის გამოსასწორებლად მხოლოდ ხარჯების შემცირება საკმარისი არაა: განიხილება ქარხნების დახურვა და თანამშრომელთა გათავისუფლება. ამ შედეგების თავიდან ასაცილებლად, უკვე სამი თვეა გერმანიის პროფკავშირებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გამოცემა Manager Magazin-ის ცნობით, იგეგმება დრეზდენის ქარხნის დახურვა, სადაც ამჟამად 200 პირია დასაქმებული. კომპანიაში ოსნაბრიუკის ქარხნის გაყიდვასაც ფიქრობენ, რომელსაც 2 300 თანამშრომელი ჰყავს.

გერმანიის ქარხნების მომავალი კვლავ გაურკვეველია, საბჭო ისევ გამოსავლის ძიებაშია.  წესით, Piech-ი და Porsche ხარჯების მაქსიმალურად შემცირების მომხრეთა შორის არიან.

VW-ის დრეზდენის ქარხანა ID.3-ზე მუშაობს. ოსნაბრიუკის ქარხანაში, ამჟამად, Porsche Cayman-ი, Boxster-ი და T-Roc Cabrio იწარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის წლიური წარმოება 100 000 ერთეულს აღწევს, გასულ წელს ამ მონაცემმა მხოლოდ 28 000 მანქანა შეადგინა. 

მსგავსი სიახლეები