Bugatti-ის ახალი ავტოფარეხი: ექსკლუზიური სახლი, მილიონიანი ჰიპერქარისთვის
Bugatti-ში გადაწყვიტეს, რომ მათ ძვირად ღირებულ და ექსკლუზიურ მოდელებს, საკუთარი სახლიც სჭირდება და ავტომობილებისთვის, მუზეუმის სტილის კონცეპტუალური სივრცე შექმნეს. ეს ავტოფარეხი, სახელწოდებით Bugatti Edition FG-01 Garage, ავტომწარმოებელმა კომპანია Fahrengold-მა შექმნა და ერთგვარი შოუ-რუმივითაა, რომელიც მფლობელს მათი მანქანების ერთდროულად შენახვის და გამოფენის საშუალებას აძლევს.
FG-01 Garage ზომა სიგრძეში 6.1 მეტრი და სიგანეში, 3.6 მეტრია. ავტოფარეხი ფოლადის ჩარჩოთი, ალუმინის პანელებითა და უსაფრთხოების მინის დიდი ფანჯრებითაა აღჭურვილი. განათებული "EB" ლოგოთია აღჭურვილი ავტომატური კარი.
ახალ მფლობელებს შენობის შიგნით დახვდებათ:
- რეგულირებადი LED განათებები,
- ტყავით დაფარული კარადები,
- საკოლექციო ნივთების განსათავსებელი სივრცე,
- სპეციალურად ავტომობილისთვის შექმნილი პერსონიზებული დაფა.
ავტომობილების უკეთ შენახვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ავტოფარეხს ტემპერატურისა და ტენიანობის რეგულირების სისტემა, კვამლის დეტექტორი, მინის გატეხის სენსორი და უსაფრთხოების კამერაც აქვს.
ავტოფარეხის კონსტრუქცია 2 500-მდე ინდივიდუალური ნაწილისგან შედგება და მის აწყობას დაახლოებით რვა დღე სჭირდება. თითოეული FG-01 მომხმარებლის მოთხოვნებზეა მორგებული და შეკვეთიდან 3 თვის ვადაში მზადდება.
რაც შეეხება ფასს: ამ დეტალს Bugatti და Fahrengold არ ასაჯაროებენ. მაგრამ აშკარაა, რომ ამ პროდუქტის მიზნობრივ მომხმარებლებს ფასი დიდად არ ადარდებთ. ასე, რომ წესით ამ ავტოფარეხის ფასიც იმდენივე იქნება, რამდენიც მათ ჰიპერქარებს შეესაბამებათ.