მერესედეს აიემჯი ჯითი, პოლესტარ 1, ლექსუს ელსი500, იაგუარ იქსქეიერი, იაგუარ ეფ-ტაიფი
Aa
Aa

მეორადი ეგზოტიკური სპორტული მანქანები, რომელთა შეძენასაც შეძლებთ | ტოპ 5

ეგზოტიკური სპორტული ავტომობილები, თანაც ხელმისაწვდომ ფასად, საკმაოდ დიდი იშვიათობაა. ბევრს, დიდი სურვილის მიუხედავად, მსგავსი მოდელების პირდაპირ შოუ-რუმიდან გამოყვანის შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა მათთვის მეორადი ავტომობილების ბაზარი არსებობს, სადაც ამ სეგმენტში შედარებით კარგი არჩევანია.

საუბარი გვაქვს მეორად, ეგზოტიკურ სპორტულ ავტომობილებზე - ხუთი, ათი და ოცი წლის დიაპაზონში. ეს მოდელები ისეთ ბრენდებს ეკუთვნით, როგორებიც Alfa Romeo, BMW და Jaguar-ი არიან. ქვემოთ მოყვანილ რეიტინგში, Kelley Blue Book-ის მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ხუთ მეორად ეგზოტიკურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც ხელმისაწვდომ ფასში შეგიძლიათ:

Jaguar F-Type

მეორადი ეგზოტიკური ავტომობილების ბაზარზე, თუნდაც ამერიკაში, როგორც ჩანს ბრიტანული ავტომწარმოებლები საკმაოდ პოპულარულია. Jaguar F-Type-ის ფეისლიფტი, რომელიც სულ ახლახან ვიხილეთ, ჯერ კიდევ ძალიან ძვირია, მაგრამ მისი ადრეული ვერსიები მეორადი ავტომობილების ბაზარზე საკმაოდ იაფად იყიდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, V6-ზე მომუშავე ავტომატიკის ღირებულება $16 000-დან იწყება.


Jaguar XKR:

Jaguar XKR-ი ალბათ ისეთივე ესთეტიკური არაა, როგორიც F-Type, მაგრამ მისი V8 ძრავა, ბევრი ავტომოყვარულის ყურადღებას იქცევს. ამ შემთხვევაში, 400 ცხენის ძალიანი გამომუშავებით, 4.2-ლიტრიანი ძრავის მქონე მოდელს - დაახლოებით 80 000 კილომეტრის გარბენით - $15 000-მდე შეიძენთ.

შედარებით ახალი XKR-S ჯერ კიდევ ცოტა ძვირია. ეს მისი 5-ლიტრიანი ძრავის დამსახურებაა, რომელიც 503-დან 542 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს. ამ მანქანების ფასი $45 000-დან $70 000-მდეა, რაც მსგავსი ტიპის მოდელისთვის ცუდი შეთავაზება ნამდვილად არაა.


Lexus LC500

Lexus LC500, თავისი მკვეთრი ექსტერიერითა და V8 ძრავით, ეგზოტიკურ სპორტულ ავტომობილებს შორის კვლავ ერთ-ერთ პოპულარულ ვარიანტად რჩება. მისი ახალი ვერსიები დაახლოებით $100 000-ის ფარგლებშია, თუმცა მეორადი მოდელები ბევრად უფრო იაფია. ეს Lexus-ი 80 000-დან 160 000 კმ-ის კილომეტრაჟით, ახალი მოდელის ფასის ნახევარი, დაახლოებით $50 000 ჯდება.


Mercedes-AMG GT

AMG GT მაღალი ხარისხის მძლავრი ავტომობილია, რომლის შენახვაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ამის მიუხედავად, ეს მოდელი, მეორადი და თანაც ხელმისაწვდომი, ეგზოტიკური სპორტული ავტომობილების სიაში მაინც მოხვდა. 456 ცხენის ძალის მქონე 4-ლიტრიანი V8 ძრავის მქონე მოდელების შეძენა, ამერიკის ბაზარზე, $55 000-ზე იაფადაა შესაძლებელი. პირველი თაობის გაყიდვები 2014 წელს დაიწყო და მისი ფასი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დაეცემა.

Polestar 1

Polestar 1 ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ვარიანტად რჩება, განსაკუთრებით თუ ამ მოდელის იშვიათობას გავითვალისწინებთ. ავტომწარმოებელმა Polestar 1 მხოლოდ 1 500 ეგზემპლარად გამოუშვა, რაც მის ღირებულებასაც შედარებით მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს. თუმცა ამ ფაქტსაც თუ გავითვალისწინებთ $75 000 ძვირი აღარ იქნება. უმეტესად, ამ მოდელებს აშშ-ში მეორად ბაზარზეც კი $85 000-დან $90 000-მდე დიაპაზონში შევხვდებით.

მსგავსი სიახლეები