Nissan-მა თავისი ლეგენდარული GT-R ელექტრომობილად აქცია?
1989 წელს გამოშვებული GT-R R32 Nissan-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარბოლო ავტომობილია. ამ მოდელმა 1990-1993 წლებში იაპონიის გრან-პრი ოთხჯერ მოიგო, 1991-1992 წლებში კი, ავსტრალიის ტურინგის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.
ახლა კი Nissan-მა ეს ლეგენდარული მოდელი ელექტრომობილად აქცია. 2010 წელს ავტომწარმოებელმა პირველი მასობრივი წარმოების ელექტრომობილი გამოუშვა და უკვე, შემდეგი თაობის რევოლუციური EV-პროექტებისთვის ემზადება.
ეს მოდელი 1989 წლის Skyline GT-R R32-ის ელექტროვერსიაა - ავტომობილის, რომელიც ქარხნულად 2.6-ლიტრიანი ტურბოძრავით იყო აღჭურვილი და 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მოდელის სრულად ელექტრიფიცირებულ ვარიანტს Nissan-ი იანვარში, ტოკიოს ავტოშოუზე წარადგენენ.
ავტოენთუზიასტებს შესაძლოა ეს პროექტი სულაც არ ხიბლავდეთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიამ მის სისრულეში მოსაყვანად დიდი ძალისხმევა გასწია. პროექტზე მუშაობა „გოძილას“ სახელით ცნობილმა ინჟინრების გუნდმა ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში დაიწყო.
კომპანია დეტალებს არ აზუსტებს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ახალი ელექტრომოდელი Nissan Ariya-ს 87 კვტ/სთ-იანი ბატარეითა და e-4ORCE სისტემით იქნება აღჭურვილი. ეს ნიშნავს, რომ ელექტრო GT-R R32 სრულად ამძრავი იქნება, მისი გამომუშავება კი, 389 ცხენის ძალას მიაღწევს. თუ ეს დაშვება გამართლდება, Nissan-ის ახალი მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5 წამში შეძლებს, ხოლო ერთი სრული დამუხტვით 430 კილომეტრს დაფარავს.
GT-R-ის ელექტროვერსიას ავტომწარმოებელი ჯერ მხოლოდ ერთ ეგზემპლარად გამოუშვებს. სავარაუდოდ, ეს პროექტი მომავალი GT-R-ის წინამორბედია. 2023 წლის Mobility Show-ზე წარდგენილი Hyper Force კონცეფციის საფუძველზე შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ Nissan-ის გეგმებში, სამომავლოდ, 1300+ ცხენის ძალის მქონე სრულიად ელექტრო GT-R-ის გამოშვებაც შედის.