კლიმატის ცვლილება, ბიემვი, ეკოსაწვავი
Aa
Aa

BMW დიზელის ახალ ავტომობილებში მცენარეულ ზეთს გამოიყენებს

Toyota-ს მსგავსად, BMW-შიც სჯერათ, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად მრავალი განსხვავებული ტექნოლოგიის დანერგვაა აუცილებელი. ამ მიზნით, იანვრიდან, კომპანია, დიზელზე მომუშავე ყველა მოდელში HVO 100 ჰიდროპროტექტორული მცენარეული ზეთის გამოყენებას გეგმავს.


BMW-ის გერმანიაში წარმოებული ავტომობილებისთვის საწვავს ფინური კომპანია Neste მიაწვდის. ახალი საწვავი, სტანდარტულ დიზელთან შედარებით, 90%-ით ნაკლებ სათბურ აირს აწარმოებს. წარმოების შემდეგ, BMW მისი ახალი მოდელების ავზს მხოლოდ 5-8 ლიტრი საწვავით შეავსებს და ისე გაგზავნის სადილეროებში გასაყიდად. ამის მიზეზი ისაა, რომ მანქანებს ტრანსპორტირებისთვის სრული ავზი არ სჭირდებათ და მათი შევსება მოგვიანებით, უკვე გაყიდვის შემდეგაც შესაძლებელია.

Neste-ს HVO 100-ის საწვავი სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისგან - მათ შორის სამზარეულოს ზეთისა და სხვა განახლებადი ნედლეულის ნარჩენებისგან - მზადდება. გარდა ამისა, ის სტანდარტულ დიზელთან შედარებით ბევრად უფრო ეკომეგობრულია და ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილზეც ხელმისაწვდომია. BMW მას გარკვეული ტიპის ლოგისტიკურ სატვირთოებში 2023 წლის მარტიდან იყენებს.


„როდესაც საქმე კლიმატის დაცვას ეხება, თითოეული ტონა სათბური გამონაბოლქვი მნიშვნელოვანია. 2025 წლის იანვრიდან, გერმანიაში წარმოებულ ყველა დიზელის მოდელს, დილერებისთვის მიწოდებამდე, HVO 100-ის საწვავით შევავსებთ“.

ცნობისთვის, ავტომწარმოებელი ახლახან eFuel-ის ალიანსს შეუერთდა. ჯგუფი მსოფლიო მასშტაბით 170-ზე მეტ კომპანია აერთიანებს და გლობალურად, eFuels-ის დანერგვის დაჩქარების მიზანს ემსახურება. ალიანსში შემავალი კომპანიებია: Alpina, Horse, Suzuki, Bosch, Repsol, Siemens, Iveco, Mazda, Honeywell და Husqvarna.

მსგავსი სიახლეები