ფერარი, ფერარი კალიფორნია
Aa
Aa

ახალი კოშმარი - 1963 წლის Ferrari California-ში გახვებული ახალი მოდელი

თქვენ წინაშეა ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ამავდროულად საშინელი პროექტი, რომელიც ოდესმე გინახავთ. ეს რეალურად 1963 წლის Ferrari California 250 GTE-ია, რომლის შიგნითაც შედარებით ახალი, 2010 წლის მოდელი იმალება. ვიზუალურად ეს პროექტი ესთეტიკურად ნამდვილად არ გამოიყურება, თუმცა დასრულებამდე მას ძალიან ბევრი უკლია. 

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? - როგორც Cars&Bids-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ეს პროექტი ახლანდელი მფლობელის მამას ეკუთვნოდა. „ეს ნამდვილად დიდებული სიგიჟეა. ამ მასშტაბური პროექტის მიზანი თანამედროვე სპორტული ავტომობილისა და კლასიკური სტილის გაერთიანებაა“. თავდაპირველად მფლობელს ამ ავტომობილის სრულად აღდგენა სურდა, თუმცა გეგმები მალევე შეცვალა და ე.წ. restomod-ის შექმნა გადაწყვიტა.


კორპუსის შეცვლა ავტომობილების სამყაროში არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. მაგრამ ორი Ferrari-ს შერწყმა არც თუ ისე ხშირია, მითუმეტეს თუ პროექტი ახალი მოდელზე შენდება. განმცხადებლის შეფასებით, ახალი მფლობელი მიიღებს ყველაფერს, რაც ამ პროექტის სისრულეში მოსაყვანად საჭიროა. შედეგად, დაინტერესებისა და შესყიდვის შემთხვევაში, ახალი მფლობელის საკუთრებაში გადადის: თანამედროვე California-ს ტექნიკური ნაწილები, ასევე 3D-სკანირების ფაილები და 52-გვერდიანი გეგმა, რომელიც პროექტს სრულად აღწევს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ პროექტის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პროექტზე მუშაობისას ახლანდელ მესაკუთრეს 1963 წლის Ferrari-ს ქარხნული კორპუსის შუაზე გაჭრა მოუხდა, რის შემდეგაც მას თანამედროვე მოდელის კორპუსი მოარგო და ინტერიერის თითქმის ყველა ნაწილიც დაამატა.
ამ ეტაპამდე მიყვანილი პროექტის ღირებულება ახლა $7 600-ია. დაინტერესებულ პირებს აუქციონზე საშუალება ექნებათ ახალი და ძველი California-ს ნაწილები ერთად იყიდონ, სახლში წაიღონ და აწყობას შეუდგნენ. 

მსგავსი სიახლეები