აუქციონი, ფორდი, ფორდი ერეს 200
Aa
Aa

Ford RS200 S: იშვიათი შესაძლებლობა თქვენი რალის ოცნებების ასასრულებლად

1980-იან წლებში, რალის ოქროს ხანისთვის შექმნილი Ford RS200 შესაძლოა ამ ავტომწარმოებლის ისტორიაში საუკეთესო მოდელადაც კი მივიჩნიოთ. პატარა, შუაძრავიანი სარაკეტო მანქანა ჰომოლოგაციის ჭეშმარიტი ნიმუშია. მსოფლიოში ამ მოდელის 200-ზე ნაკლები ეგზემპლარი არსებობს, რაც მას კოლექციონერებისთვის განსაკუთრებით სასურველ ავტომობილად აქცევს.  


ეს კონკრეტული RS200 S ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელია, რომელიც ავტომწარმოებელმა მხოლოდ 20 ერთეულად გამოუშვა. მსგავს ფერებში კი სულ რაღაც ოთხი ეგზემპლარი წარმოგვიდგინა. ავტომობილი კანადელი დილერის მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა. მასში Ford-მა სტანდარტული RS200-ის მახასიათებლები გააუმჯობესა: მათ შორის გაგრილების სისტემა და კომფორტზე ორიენტირებული დეტალები, როგორიცაა ფართო სავარძლები, კონდიციონერი და განსხვავებული საჭე.


RS200 S-ი Cosworth-ის ლეგენდარული 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავით და 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, რომელიც ძრავის სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. S-ის ქარხნული ვერსიების გამომუშავება 300 ცხენის ძალას აღწევს, რაც მსგავსად მსუბუქი ავტომობილისთვის, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. 


ამ კონკრეტულ მოდელს კიდევ უფრო განსაკუთრებულს მისი წითელი დიზაინი ხდის, რადგან RS200-ის უმეტესობა თეთრ ფერში იყო წარმოებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მანქანას წარმოებიდან დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა. 


თუ RS200-ის ბაზარს გადავხედავთ, ეს მოდელი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა. მანქანა 2024 წლის თებერვალში, გაერთიანებულ სამეფოში, Iconic Auctioneers-ის აუქციონზე გამოჩნდება. წინასწარი შეფასებით, ავტომობილის ფასი £300,000-დან £350,000-მდე (დაახლოებით $378,000-$441,000) იქნება.

მსგავსი სიახლეები