არც Ferrari და არც Bugatti: ეს $10-მილიონიანი სუპერქარი Ford-ია
ბევრი ენთუზიასტისთვის შეიძლება რთულად წარმოსადგენია, თუმცა ამ Ford-ს ნამდვილად აქვს შანსი კოლექციონერებისთვის ერთ-ერთ ფავორიტ მოდელად იქცეს. სულ თუ არაფერი, ეს ავტომობილი მონაწილეობას „ლე მანის“ მსგავს რბოლებში იღებდა და ფასიც შესაბამისი აქვს - არც მეტი არც ნაკლები, 10 მილიონი ევრო ღირს.
Ford-ის GT40 (Gran Turismo) 1960-იან წლებში, „ლე მანის“ რბოლებში Ferrari-ის მთავარ კონკურენტად იქცა და თავი, თავისი ლეგენდარული გამარჯვებებითაც დაგვამახსოვრა.
1965 წელს წარმოებული შასი P/1032 - GT40 MKII-ის რვა ეგზემპლარიდან ერთ-ერთი - გამძლეობის რბოლებისთვის შეიქმნა. Holman-Moody-ის გუნდმა მანქანაში NASCAR 427 ძრავა და ახალი გაგრილების სისტემა დაამონტაჟა.
პირველი წარმატება ავტომობილმა უოლტ ჰანსგენისა და მარკ დონოჰიუს წყალობით, 1966 წელს „სებრინგის 12 საათიან“ რბოლაზე მოიპოვა. ბევრად რთული აღმოჩნდა Ford-ისთვის „ლე მანის“ დაპირისპირება. ხიდის დაზიანებისა და გადაცემათა კოლოფის პრობლემების გამო, ავტომობილი რბოლას მე-12 წრეზე გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, Ford-მა პოდიუმზე 1-2-3 პოზიციებით გამარჯვება მოიპოვა, რაც Ferrari-ს დომინაციის დასასრული იყო. Ford-ისთვის კი გამარჯვებების სერია დაიწყო, რომელიც 1967, 1968 და 1969 წლებშიც გაგრძელდა.
2000 წლამდე, Ford-ის ლეგენდარული მოდელი არაერთ გამოფენაზე ვიხილეთ. მას შემდეგ, Ford-ის ინჟინრებმა ავტომობილი აღადგინეს და რაც ყველაზე საინტერესოა, მათ სამუშაო ნებაყოფლობით, ანაზღაურების გარეშე შეასრულეს.
მანქანა წლების განმავლობაში Ferrari 250 LM-თან და Mercedes W 196 R Streamliner-თან ერთად იყო გამოფენილი. 2024 წლის თებერვლის ბოლოს ის RM Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება. ექსპერტების პროგნოზით, საბოლოო ფასი 7.6-დან 10.5 მილიონ ევროს შორის იქნება.