მესი, პაგანი, პაგანი ზონდა
Aa
Aa

100 000 მონეტისგან დამზადებული Pagani Zonda  - მესის გამოსახულებით

ურუგვაელმა მხატვარმა, სახელად ხოაკინ არბიცამ უნიკალური Pagani Zonda შექმნა, რომელიც ავტოენთუზიასტებზე მეტად ფეხბურთის მოყვარულების გულებს დაიპყრობს. თუმცა Pagani-ის გულშემატკივრებსაც შეუძლიათ სიმშვიდე შეინარჩუნონ, რადგან მოდელი, რომელზეც არტისტმა იმუშავა მხოლოდ Zonda-ს მოდიფიცირებული ვერსიაა და არც V12-ითაა აღჭურვილი.

თქვენ წინაშეა ერთადერთი და უნიკალური Zonda, რომელიც არც მეტი არც ნაკლები 100 000 მონეტით და მესის გამოსახულებითაა გაფორმებული. თუმცა სამწუხაროდ, ამ ავტომობილს ფუნქციური გამოყენება არ გააჩნია და არც, რეალური მანქანის ზომისაა. მაგრამ თუ თქვენ ნამდვილი Pagani Zonda-ს შეძენას ვერ ახერხებთ, ეს მოდელი თქვენ საკუთრებაში ბევრად მარტივად გადმოვა, რადგან სულ რაღაც 200 000 ურუგვაული პესო, დაახლოებით $5 000 ღირს.

მესის გამოსახულების მქონე Pagani Zonda-ს ხილვა მაიამის ხელოვნების კვირეულზეა შესაძლებელი, სადაც ის Pagani Zonda Carpincho-ს სახელითაა გამოფენილი. ეს Zonda ავტომობილების ცნობილი კოლექციონერისა და ენთუზიასტის, ხოსე გომესის სპეციალური შეკვეთით დამზადდა. ის არბიცასთან დაახლოებით სამი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა, რათა ზუსტად ის შედეგი მიეღო, რაც მას სურდა.


ეს Pagani Zonda ჯამში 100 000 ურუგვაული მონეტითაა გაფორმებული, ხოლო კაპოტზე არგენტინელი ვარსკვლავის ლიონელ მესის პორტრეტი აქვს გამოსახული. ეს უკანასკნელი „ხაზს უსვამს გომესის ღრმა კავშირს ფეხბურთთან და მის არგენტინულ მემკვიდრეობას“. საინტერესოა ისიც, რომ მანქანის წონა დაახლოებით 1 250 კილოგრამია, რაც ნიშნავს, რომ ეს მოდელი, ზომის მიუხედავად, თითქმის იმდენივეს იწონის რასაც რეალური Zonda.

მსგავსი სიახლეები