Volkswagen-ის VR-6 ძრავა ოფიციალურად მკვდარია
Volkswagen-მა ევროპაში თავისი ლეგენდარული VR-6 ძრავის წარმოება ჯერ კიდევ 2010 წლების შუა პერიოდში შეაჩერა. მაგრამ ძრავის V-6/6-ცილინდრიანი ერთრიგა ვერსიის გაშვებას ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე რამდენიმე წლის განმავლობაში აგრძელებდა. ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, ბოლოს ეს ძრავა 2023 წლის Volkswagen Atlas-ში ვიხილეთ.
თუმცა ჩინეთში, ეს ძრავა კვლავ აქტიურად გამოიყენებოდა. მაგალითისთვის, თუ ბოლო წლებში, ეს უჩვეულო ძრავა ისეთ მოდელებშიც ვიხილეთ, როგორებიც Talagon-ი და ბენზინზე მომუშავე Audi Q6-ია. მაგრამ ახლა ეპოქა ოფიციალურად დასრულებულია. 2024 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, VR-6 ოფიციალურად მკვდარია.
VW-ის სპიკერმა ანდრეას შლეიტმა ბევრისთვის სამწუხარო ამბავი LinkedIn-ზე გააზიარა. VW-ის VR-6 ძრავას საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. პირველად VR-6 მესამე თაობის Golf-ში 1991 წლის ჟენევის ავტოშოუზე ვიხილეთ, მისი ბოლო ვერსია კი, ავტომწარმოებელმა 2024 წლის 12 დეკემბერს გამოუშვა.
ამ პერიოდში Volkswagen-მა თითქმის 1.87 მილიონი ძრავა ააწყო და მის არაერთ მოდელში წარმოგვიდგინა. მათ შორის იყო: Corrado, Beetle, Passat-ი, Vento/Bora/Jetta, Touareg-ი, Phaeton-ი, Transporter-ი, Eos-ი, CC და Sharan-ი. VR-6 ასევე გამოიყენებოდა ბევრ არა-VW მოდელში, როგორიცაა Porsche Cayenne, Audi Q7, Audi TT, SEAT Leon-ი, SEAT Alhambra და Skoda Superb-ი.
თუმცა ეს ყველაფერი არაა. ამ ძრავის საფუძველზე W12 შეიქმნა, რომელიც ისეთ ძვირად ღირებულ სატრანსპორტო საშუალებებში ვიხილეთ, როგორიც Bentley Continental GT- იყო. მიუხედავად მისი ფართო გამოყენებისა, VR-6 საბოლოოდ ძრავის ტექნოლოგიის მიღწევებმა გადაფარა. VR-6, მიუხედავად იმისა, რომ თავისი უნიკალური დიზაინითა და შესრულებით, ბევრი ავტომოყვარულის რჩეულ ძრავად რჩებოდა, ის აღარ იყო პრაქტიკული იმ ეპოქაში, სადაც ეფექტურმა და ეკონომიურმა ძრავებმა თავის დამკვიდრება მოახერხა.