ფოლცვაგენი
Aa
Aa

შეთანხმება შედგა: Volkswagen-ი ქარხნებს აღარ დახურავს

რამდენიმეთვიანი საგა დასრულებულია. Volkswagen-სა და IG Metall-ის კავშირს შორის შეთანხმება შედგა. ავტომწარმოებელი გერმანიაში ქარხნებს აღარ დახურავს, ხოლო თანამშრომლებს, სულ მცირე, 2030 წლამდე შეინარჩუნებს. 

New York Times-ის ინფორმაციით, პროფკავშირები ავტომწარმოებელთან დათმობაზე წავიდა და უკან წაიღო მოთხოვნა, 2031 წლამდე ხელფასების მომატების შესახებ. ახალი შეთანხმება არაფრისმომცემი მოლაპარაკებების რაუნდს მოჰყვა, რომლებიც გერმანიაში კომპანიის მომავალს, გაყიდვების და მოთხოვნების შემცირებას და ბაზარზე, Volkswagen-ის პოზიციების შესუსტებას უკავშირდება. 

"გერმანიაში არცერთი ქარხანა არ დაიხურება, ხელფასებთან დაკავშირებული ხელშეკრულება კი, გრძელვადიან პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება". 

მიუხედავად ამისა, Autocar-ის ინფორმაციით, Volkswagen-ი 35 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს. ამჟამად კომპანია გერმანიაში 120 000 პირს ასაქმებს, თუმცა მომდევნო წლებში მათი რაოდენობისა და გარკვეული ბენეფიტების შემცირებასაც აპირებს - ხარჯების მაქსიმალურად შესამცირებლად. ბოლო გადაწყვეტილებით, კომპანია გერმანიაში ყველა ქარხანას შეინარჩუნებს, თუმცა ორი მათგანის გადაკეთება მოუწევს. 

გასულ თვეში, Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიას, გადასარჩენად, ხარჯების მაქსიმალურად შემცირება მოუწევდა - ეს ითვალისწინებდა, როგორც ქარხნების დახურვას, ასევე თანამშრომელთა გათავისუფლებას. ყველაზე დიდი საფრთხე დრეზდენში მდებარე ქარხანას ემუქრებოდა, მაგრამ ამ გეგმით, ქარხნის გადარჩენა უკვე შესაძლებელი იქნება. 

მსგავსი სიახლეები