სარჩელი Tesla-ს: EV-ს უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზები აქვს?
Tesla-ს კვლავ სასამართლოში უჩივიან. ამჯერად საქმე ელექტრომობილების უსაფრთხოების სისტემას შეეხება. მოსარჩელეს მტკიცებით, მის Model Y-ის ავტომობილის ლოქირების ფუნქციას დეფექტები აქვს, რის გამოც თავდამსხმელმა მის მანქანაში შეღწევა მოახერხა.
შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა. სასამართლოში წარდგენილი განაცხადის თანახმად, დაზარალებული ქალბატონი საკუთარ Tesla Model Y-ს სავაჭრო ცენტრის EV-სადგურზე მუხტავდა, ამ პერიოდში კი, თავად, ავტომობილში, მგზავრის სავარძელში ეძინა. მისივე მტკიცებით, მან დაძინებამდე, ელექტრომობილის ჩასაკეტად Tesla-ს აპი გამოიყენა და როგორც ჩანს, სისტემამ მას შეცდომით აცნობა, რომ ავტომობილი დალოქილი იყო.
სანამ ავტომობილის მფლობელს ეძინა, თავდამსხმელმა მანქანაში შეღწევა მძღოლის მხრიდან შეძლო. თავდამსხმელი ქალბატონმა მალევე შეამჩნია, 911-ში დარეკა და სცადა, სამართალდამცველები შემთხვევის შესახებ მიენიშნებინა. ზარი დაახლოებით 7 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო ბრიგადა გამოცხადდა.
სარჩელის კონკრეტული დეტალები უცნობია. შესაბამისად, რთულია იმის თქმა, ეს დეფექტი მხოლოდ ერთ მოდელს შეეხება თუ Tesla-ს ელექტრომობილების სისტემური ხარვეზია. რაც დაზარალებულის მხრიდან დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ თავდამსხმელმა მანქანის გაღება და მასში შეღწევა საკმაოდ მარტივად შეძლო. მსგავსი ინციდენტების პრევენცია აუცილებელია სხვა მომხმარებლების შემთხვევაში მოხდეს.
ავტომწარმოებელს, სარჩელთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. საინტერესოა, რომ დაზარალებული ქალბატონი ელექტრომობილების მწარმოებელთან ერთად, სავაჭრო მოლსაც უჩივის. მისი მტკიცებით, ობიექტი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვერ უზრუნველყოფს.
გამომდინარე იქიდან, რომ Tesla-ს სერვისებისა და მანქანების ტექნოლოგია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მძღოლებში, ეს შემთხვევა შესაძლოა გახდეს ახალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ავტომობილების უსაფრთხო სისტემები ბრუტალური თავდასხმების წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ.