კანონები, მეცნიერი, სიმთვრალე
Aa
Aa

სიმთვრალის საზომის გამომგონებელი მეცნიერი საჭესთან ნასვამი დაჯდა

ბრიტანელ მეცნიერს, რომელსაც სიმთვრალის საზომი მოწყობილობის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მართვის უფლება ჩამოერთვა. ის საჭესთან ნასვამი დაჯდა და ავარიაში მოყვა.

70 წლის რიჩარდ ლესიმ აღიარა, რომ ლანჩის დროს ერთი ბოთლი ღვინო დალია და უელსში ისე გადაადგილდებოდა. სამწუხაროდ, მთვრალი მეცნიერი წრეზე შესვლისას ბორდიურს დაეჯახა. ინციდენტის შემდეგ ლესის Peugeot 208 მწყობრიდან გამოვიდა. ადგილზე მისულ პოლიციას 70 წლის მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში დახვდა. ის ძლივს ლაპარაკობდა და გადაადგილება უჭირდა.

ხომ გაგიგიათ, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო? ჩვენს ბრიტანელ მეცნიერს თავისივე შექმნილმა აპარატმა „გაუჩალიჩა“. პოლიციელებმა მის სისხლში ალკოჰოლის 41-მიკროგრამიანი კონცენტრაცია აღმოაჩინეს. ზღვარი 35 მიკროგრამი გახლავთ. ლესი, რომელიც კომპანია Tilekiln Tech Consultants-ში აღარ მუშაობს, დამნაშავედ ცნეს და ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

კანონდამრღვევმა მეცნიერმა სასამართლოზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „არაფერი მაქვს სათქმელი. ვერ გავთვალე რამდენად დავთვრებოდი. ლანჩზე რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიე და ცოტა ლუდი მოვწრუპე. ახლა პენსიონერი ვარ. სიმთვრალის საზომი აპარატი ჩემი შექმნილია. იყო დრო, როცა პოლიციასთან ერთად ვმუშაობდი.

70 წლის ბრიტანელს აქამდე მართვის წესები არასდროს დაურღვევია. ახლა მას მანქანის ტარება 13 თვით შეეზღუდა და ჯარიმის სახით 800 სტერლინგიც დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები