მაკგრეგორმა თავის კოლექციას ახალი მდიდრული მანქანა შემატა
როგორც ჩანს, კონორ მაკგრეგორმა თავის თავს საჩუქარი გაუკეთა.
ალბათ გასაკვირი არაა, რომ UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი საოცარ საავტომობილო კოლექციას ფლობს. ირლანდიელს 10 წელიწადში 500 000 მილიონი სტერლინგი დაუგროვდა.
მაკგრეგორის ყველაზე ცნობილი სათამაშო, ბევრ საინტერესო მანქანასთან ერთად, 2.9-მილიონიანი იახტაა. ახლახან კი მებრძოლმა თავისი ავტოპარკის გასაახლებლად უახლესი მოდელი შეიძინა.
„Mansory Rolls Royce“ - წერს კონორი თავის Instagram-ზე. და დიახ, Rolls-Royce-ი სწორად ასე იწერება. თუმცა, ამას ხელი არ შეუძლია იმისთვის, რომ ირლანდიელ მებრძოლს ახალ მანქანასთან არ ეპოზიორა. თავმოწონება და ბაქიბუქი ხომ მისი ხელწერაა?
View this post on Instagram
ეს ავტომობილი „არაპრიალა“ შავ ფერშია შეღებილი და ნარინჯისფერი ინტერიერი აქვს. სურათებში ვხედავთ, რომ სავარძელი თეთრი აქცენტებითაა გაფორმებული. მაკგრეგორმა Mansory-ის სურათები ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიღო, საიდანაც ჩანს, რომ ის უცხო ქვეყანაში იმყოფება.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ირლანდიელს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წაგების შემდეგ, სამშობლოს დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
მაკრეგორის საავტომობილო კოლექციის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია. ახალი Rolls-Royce-ის გარდა, მას ამ მარკის კიდევ ორი ავტომობილი ჰყავს. კერძოდ, მის საკუთრებაში Phantom Coupe და Ghost-ია. კონორის ავტოპარკში Lamborghini-ის, Bentley-ის, McLaren-ის და Range Rover-ის მოდელებიცაა.
როგორ შეაფასებდით ირლანდიელი მებრძოლის გემოვნებას? დააფიქსირეთ თვქენი აზრი კომენტარებში.