ახალი შეზღუდვა დისტრიბუციის ავტომობილებზე
თბილისის მერიის ცნობით დედაქალაქში 08:00-დან 11:00-მდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება. აღნიშნული რეგულაცია შეზღუდვას ითვალისწინებს N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.
დედაქალაქის მთავრობამ ისიც განაცხადა, რომ პიკის საათებში გადატვირთული მოძრაობის გამო აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხება. მერიამ ისიც განმარტა, რომ დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში სხვა არანაირი შეზღუდვა არ იქნება დაწესებული.