BMW, XM, სანქციები, რუსეთი, ავტოიმპორტი, i7, იმპორტი
Aa
Aa

BMW-ის თანამშრომლებმა რუსეთში 100 მანქანა კონტრაბანდით ჩაიყვანეს

ავტომწარმოებლის მიხედვით, მანქანები რუსეთში ჰანოვერის განშტოებით მოხვდა, საქმის შემსრულებლები კი კომპანიაში აღარ მუშაობენ.

2022 წელს ოკუპანტების უკრაინაში შესვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისგან და დიდი კომპანიებისგან უპრეცედენტო სანქციების დაწესება მოჰყვა. ეს ახალი არავისთვისაა. ერთ-ერთი ასეთი პასუხი რუსეთმა ავტომწარმოებლებისგან მიიღო, მათ შორის BMW-სგან. ისინი თავიანთ ავტომობილებს რუსეთში აღარ ყიდიან. თუმცა, ახლახან დადასტურდა, რომ გარკვეული სუბიექტები ამ საქმეს მაინც აკეთებდნენ და სანქციებს გვერდს უვლიდნენ.

უკანონო იმპორტი ყოველთვის და ყველგან ხდება. ასეთ საქმეებში მესამე მხარეები ერთვებიან. ამ შემთხვევაში ეს ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც BMW-ის ყიდვის უფლება და მათი რუსეთში რეალიზაციის სურვილი ჰქონდათ. BMW-ს კი რუსეთის მოქალაქისთვის ავტომობილის მიყიდვა კანონით იკრძალება. 


ყველაფრის მიუხედავად ეს ყველაფერი მაინც განხორციელდა. სამწუხარო კი ის არის, რომ ამ საქმეში პირდაპირ BMW-ს მენეჯერები და დასაქმებულები იყვნენ ჩართულები. მათ ბავარიული წარმოების 100 მანქანა ჰანოვერიდან რუსეთის საზღვრებში მოაქციეს. გასულ კვირას BMW-მ აღიარა, რომ მათ „ავტომობილების იმპორტის“ საქმიანობაში გარკვეულ ხარვეზებს ჰქონდა ადგილი.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მაღალი კლასის მანქანების შეყვანის მრავალი მცდელობა ყოფილა. ყველაზე მეტად რუსები Tesla-ს ახალი მოდელზე, Cybertruck-ზე „იწევენ“. თუმცა, ამ მანქანის შეყვანა ჯერ ვერ მოახერხეს. ფაქტია, რომ პრესტიჟულ ავტომობილებზე აგრესორების ქვეყანაში დიდი მოთხოვნაა. ეს კი მიწოდების სიმცირეზე მიუთითებს.

BMW-მ კონტრაბანდაში დამნაშავე თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა. თუმცა, დაეკისრება თუ არა ბრენდს დამატებითი ჯარიმა, კონტროლის ხელიდან გაშვების გამო - ჯერ უცნობია. მიუხედავად ყველაფრისა, უკანონო იმპორტის შემცირების ილუზიას ვერავინ შეიქმნის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანს კანონის დაცვაზე მეტად მისი დარღვევა უყვარს.

მსგავსი სიახლეები