ჰონდა სივიკი, ჯიპ გლადიატორი, კია ფორტე, მინი კუპერი, ფოლცვაგენ გითიაი, ფოლცვაგენ გოლფ ერი, ფოლცვაგენ ჯეტა
Aa
Aa

ავტომომობილები, რომელთა მექანიკურ ვერსიებს 2025 წელს ვეღარ ვიხილავთ

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილები დღითიდღე ქრება. შემცირებული მოთხოვნა, გამონაბოლქვზე დაწესებული რეგულაციები - ეს და სხვა მიზეზები კომპანიებს წარმოების შეწყვეტისკენ უბიძგებს. გამორჩეული ამ მხრივ არც 2025 წელი იქნება და ჩვენ, უკვე გვაქვს იმ კონკრეტული მოდელების სიაც, რომელთა მექანიკურ ვერსიებსაც წელს უკვე აღარ ვიხილავთ: 

Honda Civic Hatchback

მექანიკური გადაცემათა კოლოფის შეთავაზებას Honda, თავის Civic Si-სა და Type R-ის მოდელებში კვლავ აგრძელებს, თუმცა 6-სიჩქარიან ტრანსმისიას Civic Hatchback-ის საბაზო ვერსიაში ნამდვილად ვეღარ ვიხილავთ. ამ უკანასკნელში, 2025 წლიდან, მხოლოდ CVT-ტრანსმისია იქნება წარმოდგენილი, რომელიც Civic Hatchback Sport-ის შემთხვევაში, სტანდარტულ 2-ლიტრიან ძრავასთან ერთად, 150 ცხენის ძალას, ხოლო ელექტრიფიცირებულ 2-ლიტრიან ძრავასთან ერთად, ჰიბრიდულ ვერსიაზე, 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 


Jeep Gladiator

Gladiator-ი პიკაპებს შორის ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, რომელშიც მექანიკურ გადაცემათა კოლოფს ჯერ კიდევ ვხვდებოდით. თუმცა ახლა ეს შესაძლებლობაც გაქრა. 2025 წლის მოდელებიდან მექანიკური ტრანსმისიის ამოღება, Jeep-მა ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა. წლევანდელი სერია მხოლოდ 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იქნება აღჭურვილი და სტანდარტულ 3.6-ლიტრიან V6 ძრავასთან ერთად, 285 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 


Kia Forte / K4

წლების განმავლობაში, მომხმარებელს, Kia Forte-ს მექანიკური ვერსიის შეძენის საშუალება ჰქონდა. თუმცა 2025 წლიდან Forte-ს სახელწოდება სრულად გაქრება, ხოლო მას ახალი K4 სედანი ჩაანაცვლებს. ამ უკანასკნელში კი, მექანიკური გადაცემათა კოლოფი აღარ იქნება. K4-ს სტანდარტულ მოდელს CVT-ტრანსმისია ექნება და 140 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ხოლო GT-Line Turbo ვერსია 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფსა და 190 ცხენის ძალას შემოგვთავაზებს. 


Mini Cooper

ახალ ეპოქაში ვერც Mini-ის მექანიკურ ვერსიებს ვიხილავთ. 2025 წლიდან 6-სიჩქარიანი ტრანსმისია არც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ John Cooper Works-ში იქნება. ამის სანაცვლოდ, მოდელი, 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღიჭურვება, რომელიც საბაზო ვერსიაზე 161 ცხენის ძალას, ხოლო S-ვერსისთვის 201 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 

Volkswagen GTI

2025 წელს, მექანიკური ტრანსმისიას Volkswagen-ის ცნობილი და საყვარელი GTI ჰეჩბეკიც დაკარგავს. Volkswagen-მა ექვსსიჩქარიანი ტრანსმისია სტანდარტული 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით შეცვალა, რომელიც 2-ლიტრიან 4-ცილინდრიან ძრავასთან ერთად იქნება წარმოდგენილი და 241 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Volkswagen Golf R

GTI-ის მსგავსად, 2025 წლიდან არც Volkswagen Golf R-ის მექანიკური ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. Golf R-ში მხოლოდ 7-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ვიხილავთ, რომელიც 2-ლიტრიან ტურბოძრავასთან დაწყვილდება და 328 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ცნობისთვის, ეს ვერსია სრულად ამძრავი იქნება. 


Volkswagen Jetta

როგორც ჩანს, რეგულაციებსა და შემცირებულ მოთხოვნას, 2025 წლიდან, ვერც Jetta-ს მექანიკური ვერსია გადაურჩება. წელს, ამ მოდელს ავტომწარმოებელი მარტო 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით შემოგვთავაზებს. თუმცა GLI-ის მექანიკური ვერსიის შეძენა მსურველებს კვლავ შეეძლებათ. 

მსგავსი სიახლეები