საინტერესო, რეიტინგი
Aa
Aa

ევროპის რომელი ქალაქები იყო 2024 წელს ყველაზე გადატვირთული?

ლონდონი, პარიზი, დუბლინი... ეს მცირე ჩამონათვალია ევროპის იმ ქალაქების, რომელთა გზებიც გასული წლის განმავლობაში ყველაზე გადატვირთული იყო. უახლესი კვლევების თანახმად, რეგიონში, ზედიზედ უკვე მეოთხე წელია ყველაზე გადატვირთული ქალაქი ლონდონია, სადაც მოძრაობის შეფერხება რიგ გამოწევებთან ერთად, მაღალ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული.

განახლებული მონაცემები სატრანსპორტო ანალიტიკურმა კომპანია Inrix-მა გამოაქვეყნა. Inrix-ის ანგარიშით, მხოლოდ ლონდონზე, სრულად გაერთიანებული სამეფოს გზების გადატვირთულობის მაჩვენებლის ნახევარი მოდიოდა. საერთო ჯამში, საცობებისგან მიღებულმა ხარჯმა გაერთიანებული სამეფოსთვის £3.85 მილიარდს (€4.64 მილიარდი) მიაღწია, რაც თითო მძღოლისთვის - დაკარგულ დროსთან შეფასებით - £942-ის (€1 135) ხარჯს უდრის.



ანალიტიკური ფირმა ლონდონის გზების გადატვირთულობას ქალაქში არსებული რამდენიმე ცუდი დერეფნით ხსნის, რაც მოძრაობის შეფერხებას იწვევს. ეს დერეფნები კი, თავის მხრივ, „მოსახლეობის, დასაქმების და ეკონომიკური აქტივობის კონცენტრაციის შედეგადაა მიღებული“.

„მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში, მიმდინარე  წელს, გადატვირთულობის მცირე ზრდა კვლავ დაფიქსირდა, საერთო სურათი უცვლელი დარჩა“, - ამბობს ბობ პიშუ, სატრანსპორტო სექტორის ანალიტიკოსი და მოხსენების ავტორი. მისივე შეფასებით, გზების გადატვირთულობაზე გავლენა მიმდინარე სამუშაოებმაც იქონია.

Inrix-ის რეიტინგი საცობებში მძღოლების შეფერხებების ხანგრძლივობას ეფუძნება და ქალაქში მცხოვრები პირების რაოდენობის მიხედვითაა გათანაბრებული. გასაკვირი არაა, რომ გლობალური სიის სათავეშიც, ევროპის რამდენიმე დედაქალაქი მოხვდა.


აღმოჩნდა, რომ გასულ წელს ლონდონის მძღოლები, საცობში, საშუალოდ 101 საათს ატარებდნენ. ევროპაში, მეორე ყველაზე გადატვირთული ქალაქი პარიზი იყო, რომელმაც გლობალურ რეიტინგში მე-6 პოზიცია დაიკავა. მესამე ყველაზე გადატვირთული ქალაქი ევროპაში დუბლინია - საცობში გატარებული დამატებითი 81 საათით.

შემდეგი არის რომი, სადაც მძღოლები საშუალოდ 71 საათს ატარებენ საცობში, შემდეგ ბრიუსელი, სადაც შეფერხებები წელიწადში 74 საათამდეა. საინტერესოა ისიც, რომ გასული წლის გლობალურ რეიტინგში, ყველაზე გადატვირთული გზებით ნიუ-იორკი მხოლოდ მეორე ადგილზე იყო, პირველ პოზიციას კი, სტამბული იკავებდა. თურქეთის დედაქალაქში მცხოვრებლები, 2024 წელს, საცობში საშუალოდ 105 საათს ატარებდნენ.

მსგავსი სიახლეები