აუქციონი, ენცო ფერარი, ფერარი, ფერარი 250 ელემი, ლუიჯი ჩინეტი
Aa
Aa

რატომ მოჰბეზრდა ენცო ფერარის თავისი $25-მილიონიანი Ferrari?

Ferrari 250 LM ის მანქანაა,  რომელმაც იტალიური ბრენდის შემქმნელ ენცო ფერარის ბევრი პრობლემა შეუქმნა. სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ ფერარი ამ ავტომობილით იმედგაცრუებულიც კი დარჩა.

Ferrari-ს დომინაცია „ლე-მანსზე“ 1960 წლისთვის დაიწყო. „ლე მანსი“, იმ დროს, ავტომწარმოებლებისთვის ძალების დემონსტრირებისთვის შესანიშნავი ადგილი იყო. იმავე წელს, კომპანიამ თავისი 250 TR50/60-ით, რომელსაც პოლ ფრერი და ოლივერ გენდებიენი მართავდნენ, La Sarthe-ზე გაიმარჯვა. ერთი წლის შემდეგ, იგივე მძღოლებმა Ferrari 330 TRi/LM-ით რამდენიმე გამარჯვებაც მოიპოვეს. 1963 წელი წარმატებული ლორენცო ბანდინისა და ლოდუვიკო სკარფიოტის 250P-ისთვის გამოდგა, ხოლო 1964 წელს გიშეტისა და ვაკარელას Ferrari 275P-ისთვის.


1963 წლიდან ენცო ფერარი Ferrari 250 GTO-ს ჩანაცვლებაზე ფიქრობდა. ეს იყო სპორტული ავტომობილი, რომელიც 36 ეგზემპლარი შეიქმნა და თითოეული 40 მილიონ ევროზე მეტი ღირდა. ენცო თავის ინჟინრებთან ერთად მივიდა დასკვნამდე, რომ საუკეთესო გზა 250P-ის შასის გამოყენება იყო, რომელსაც 250 GTO-ს 3-ლიტრიან V12 ძრავას მოარგებდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ რამდენიმე მოდელი შექმნა და მათი ძრავის მოცულობა 3 ლიტრიდან 3.3 ლიტრამდე გაიზარდა.

გარდა ამისა, Ferrari-ს გუნდი ახალი ავტომობილით Group 3 Grand Touring კატეგორიაში ასპარეზობასაც გეგმავდა, მაგრამ ამისათვის სულ მცირე 100 ეგზემპლარის წარმოება სჭირდებოდა. თუმცა Ferrari-ის მხოლოდ 32 ერთეული 250 LM ჰყავდა, რომლის წარდგენასაც მხოლოდ პროტოტიპის სახით თუ შეძლებდა. როგორც ამბობენ, ფერარი FIA-ს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო და თქვა, რომ არც ერთი 250 LM, Ferrari-ის ოფიციალური სახელის ქვეშ შეჯიბრში მონაწილეობა არ მიიღებდა. თუმცა კერძო გუნდებსა და მძღოლებს, მანქანის შეძენის შემთხვევაში, ამ მოდელით ასპარეზობის საშუალება დაუტოვა.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა იტალიელი ლუიჯი ჩინეტი, რომელიც ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში Alfa Romeo-ში მექანიკოსად მუშაობდა და სწორედ იქ შეხვდა ენცო ფერარისაც. როგორც აღმოჩნდა, ჩინეტი კარგ მექანიკოსთან ერთად კარგი მრბოლელიც იყო. მან მონაწილეობა 1932-დან 1953 წლამდე გამართულ „ლე მანის“ ყველა რბოლაში მიიღო, მართავდა Alfa Romeo-ს, Talbot-ისა და Ferrari-ის მოდელებს. ისტორიულ გამარჯვებას კი, Ferrari-სთან ერთად, 1949 წელს მიაღწია.

მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მან აშშ-ში, ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა და მალევე, მოქალაქეობაც მიიღო. შეერთებულ შტატებში ჩინეტიმ ავტომობილებით ვაჭრობის ბიზნესი დაიწყო, ფერარისთან მეგობრობაც გამოიყენა და ჩრდ. ამერიკაში Ferrari-ის იმპორტიორი გახდა. არც სარბოლო ავტომობილებისადმი მისი სიყვარული დავიწყებია და ჩრდილოეთ ამერიკის სარბოლო გუნდი (NART) ჩამოაყალიბა, რომლის დებიუტიც 1957 წლის „ლე მანსზე“ შედგა.

მარანელოდან ჩინეტის გუნდის შტაბ-ბინაში 250 LM-ის რიგით მეექვსე მოდელი გაგზავნეს. ამ დროს მზადება 1964 წლის „ლე მანისთვის“ მიმდინარეობდა, რისთვისაც ჩინეტიმ ორი უაღრესად სანდო პილოტის - მასტენ გრეგორისა და იოხენ რინდტის დათანხმება მოახერხა. ორივე მათგანმა ჩინეტის მოლოდინები გაამართლა.

მას შემდეგ, ეს მოდელი „ლე მანსზე“ კიდევ ორჯერ ვიხილებთ, სამჯერ კი, Daytona 24 Hours-ზე. მისი ბოლო სარბოლო ასპარეზობა 1970 წელს შედგა. ამჟამად კი ის Sotheby’s-ის აუქციონზე იყიდება. აუქციონის სახლმა ყველაზე ცნობილ კოლექციონერებს ძვირფასი ლოტის შესახებ უკვე აცნობა. აუქციონზე, რომელიც 4-5 თებერვალს გაიმართება, ენცო ფერარის მიერ დაწუნებული მოდელის ფასი სავარაუდოდ 25 მილიონი ევრო იქნება.  

მსგავსი სიახლეები