ტოიოტა
Aa
Aa

იაპონიაში Toyota-ს მომავლის ქალაქი წელს გაიხსნება

ფუტურისტული ქალაქი პირველ მაცხოვრებლებს შემოდგომიდან მიიღებს.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, იაპონური ავტომწარმოებელი Toyota მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადება. თუმცა, ამჟამად კომპანია არა რომელიმე ახალ ან კარგად დავიწყებულ ძველ მოდელს, არამედ სრულიად განსხვავებულ პროექტს შემოგვთავაზებს. რამდენიმე თვეში Toyota იაპონიაში მის პირველ ფუტურისტულ ქალაქს გახსნის და რეზიდენტების მიღებასაც დაიწყებს.

Toyota Woven City-ში მშენებლობების პირველი ეტაპი დასრულებულია. როგორც გითხარით გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება, თითქმის ხუთი წლის შემდეგ, რაც კომპანიამ ფუტურისტული ქალაქის პროექტი, სახელწოდებით CES-ი პირველად დააანონსა.


მშენებლობას საძირკველი 2021 წლის დასაწყისში ჩაეყარა. პროექტის მიზანი Toyota-ს ყოფილი ქარხნის - Higashi-Fuji-ის სრულად გარდაქმნა იყო. ავტომწარმოებლის გეგმის ფარგლებში, ყოფილი ქარხნის ტერიტორია კომპლექსად გადაკეთდა, რომელიც ერთდროულად კორპორაციულ და საცხოვრებელ სივრცეებს მოიცავს.

ფუტურისტული ქალაქის შესახებ Toyota-ს კონკრეტული დეტალები არ გაუსაჯაროებია. მაგრამ, როგორც ჩანს, პროექტი რამდენიმე აპარტამენტს გააერთიანებს, დიდი აივნებით. აქვე იქნება დიდი შუშის შენობა, ცენტრალური პარკი და ამაღლებული პლატფორმები, რომლებიც ერთმანეთთან შენობებს დააკავშირებს.

კომპანიის ინფორმაციითვე, გაშვების დღიდან კომპლექსშჭი 100-მდე რეზიდენტი იცხოვრებს - ძირითადად, კომპანიის თავდაპირველი თანამშრომლები და მათი ოჯახები. მაცხოვრებლების რაოდენობა პირველი ფაზის განმავლობაში 360 ადამიანამდე გაიზრდება, პროექტის დასრულების შემდეგ კი, ქალაქს 2 000-მდე მცხოვრები ეყოლება.

Toyota-ს ფუტურისტული ქალაქის რეზიდენტები Weavers-ის სახელით იქნებიან ცნობილები. მათ შეუერთდებიან ინოვატორები, რომლებიც „იზიარებენ საერთო პასუხისმგებლობას: იშრომონ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც“. ისინი ორიენტირებულნი იქნებიან ინოვაციური პროექტებისა და სერვისების შემუშავებაზე, მათ ტესტირებასა და გამოცდაზე. საბოლოოდ კი, მივიღებთ სივრცეს, რომელიც ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოსაცდელ მთავარ ჰაბად იქცევა. 

ამ გამომგონებელთაგან ბევრი Toyota Group-ის წარმომადგენელი იქნება. თუმცა მათ შორის მოხვდებიან სხვა კომპანიების დასაქმებულები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში იქნებიან სპეციალიზებულნი. განსაკუთრებით ფირმა ფუტურისტული კაფეებისა და საკვები ობიექტების განვითარებისთვის ახალი იდეების განხორციელებაზეა ფოკუსირებული.

მსგავსი სიახლეები