გასული ათწლეულის ყველაზე უსაფრთხო ავტომწარმოებლები
Aa
Aa

გასული ათწლეულის ყველაზე უსაფრთხო ავტომწარმოებლები

უსაფრთხოების სტანდარტები დროთა განმავლობაში იცვლება. თუმცა წლებია, მყარად და საფუძვლიანად, კონკრეტული ატომწარმოებლები და მათი მოდელები ბევრი მომხმარებლისთვის ყველაზე სანდრო და უსაფრთხო ავტომობილებად ითვლება.

უახლესი კვლევა გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა ფინანსური კვლევის პლატფორმამ, Confused-მა გამოაქვეყნა. ანგარიშის შედეგები New Car Assessment Program-დან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა და საავარიო სიტუაციებში ავტომობილის უსაფრთხოების ნორმას, მანქანის გადაბრუნების შესაძლებლობასა და  დახმარების მოწინავე სისტემების (ADAS) ეფექტიანობას ეყრდნობა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ კვლევა, ავარიის კონკრეტული სცენარების გათვალისწინებითაა შექმნილი. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაზე მაღალი ქულაც კი, უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მოგცემთ ისეთ სიტუაციებში, როგორებიც მაგალითად ცუდად განათებული სოფლის გზებზე ან ქაოსურ გზატკეცილებზე შექმნილი ავარიული სიტუაციაა.

Confused-ის მიერ შედგენილი კვლევის ლიდერი Volvo-ა, ჯამში 76 მოდელით, რომლებმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, NCAP-ს რეიტინგის 5-ვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურეს. Volvo-ს მოჰყვება Subaru, სულ 75 ყველაზე მაღალრეიტინგიანი უსაფრთხო მოდელი, შემდეგ კი ამერიკული Tesla მოდის, 45 ელექტრომობილით.

ამ ბრენდებთან ერთად რეიტინგში ლიდერობენ Genesis-ი და Polestar-ი. ორივე კომპანია ბაზარზე შედარებით ახალია და შესაბამისად, მათი წარმოებაც კონკურენტებთან შედარებით ჯერ დაბალია. მიუხედავად ამისა, ამ კომპანიების თითქმის ყველა მოდელმა რეიტინგში უსაფრთხოებიც მაღალი შეფასებები დაიმსახურა.  

უსაფრთხოების რეიტინგის მოწინავე პოზიციებს შორისაა Buick-იც, რომლის მანქანების 98,31% იღებს 5-ვარსკვლავიან შეფასებას, შემდეგ მოდის Acura 98,18%-ით, Honda 94,59%-ით, Mazda 92,73%, BMW-ზე 91,30%. მეორეს მხრივ, ოთხმა ბრენდმა, კერძოდ Mini-მ, Fiat-მა, Smart-მა და Suzuki-მ, იმავე პერიოდში ბაზრისთვის ვერც ერთი 5-ვარსკვლავიანი შეფასების მქონე მოდელის მიწოდება ვერ შეძლეს.

იგივე კვლევა გვაწვდის სხვა საინტერესო ინდუსტრიის ტენდენციებს. მაგალითად, 2024 წელს წარმოებულ მანქანებს აქვთ 5-ვარსკვლავიანი უსაფრთხოების რეიტინგის ყველაზე მაღალი წილი. ეს ხდება მას შემდეგ, რაც 2022 წელს უსაფრთხოების საშუალო რეიტინგები მცირედით დაეცა, რაც, სავარაუდოდ, ავტომობილების მწარმოებლების მიერ დაბალი ხარისხის ნაწილებისა და მიკროჩიპების გამოყენებით იყო გამოწვეული.

მსგავსი სიახლეები