აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ხანძარი | მიტოვებული მანქანები
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ლოს-ანჯელესში, მეხანძრეები რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. წინასწარი შეფასებით, ლოს-ანჯელესში გავრცელებული ხანძარი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ტყის ხანძარი იქნება. მაღალია ეკონომიკური ზარალიც - ხანძრის შედეგად განადგურებულ საკუთრებებს შორის არაერთი ცნობილი პირის საცხოვრებელიც მოხვდა, რომელთა ღირებულებაც მილიონობით ამერიკულ დოლარს აღწევს.
ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. კადრებში დამწვარ და განადგურებულ სახლებთან ერთად ჩანს ავტომობილებიც, რომელთა ნაწილის პირდაპირ სავალ გზებზეა მიტოვებული. ქალაქიდან ევაკუაციის მარშრუტი სავსეა მანქანებით, რომლებიც ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ტყის ხანძრების დროს ევაკუაციის გამოცხადება საკმაოდ ნორმალურია, ხანძრის მასშტაბმა და გავრცელების სისწრაფემ მძღოლების პანიკაში ჩავარდნა გამოიწვია. შედეგად, მათ ავტომობილები გზებზე დატოვეს და მანქანების სავალი ტრასაც გადაკეტეს. ამან მნიშვნელოვანი დაბრკოლება შექმნა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რადგან მსგავსი რაოდენობის ავტომობილების გადაადგილების გადასაადგილებლად მარტივი გზის პოვნა თითქმის შეუძლებელია - განსაკუთრებით კი, საგანგებო მდგომარეობის დროს.
შედეგად მანქანების ბუქსირით გაყვანის ნაცვლად, ბულდოზერმა უბრალოდ გზის სავალი ნაწილიდან გადაწია. ლოს-ანჯელესში მცხოვრები პირების ქონებიდან გამომდინარე კი, გასაკვირი არაა, რომ ამ ავტომობილებს შორის არა იაფი, ძველი ავტომობილები, არამედ ისეთი მოდელები მოხვდა, როგორებიცაა Tesla Model 3, Model X, Mercedes EQE da EQS.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში უფრო ექსტრემალური სიტუაციაა აღბეჭდილი. Audi-ის სედანი Q7-სა და Nissan Rogue-ზეა გადასული, ხოლო BMW-ის მეოთხე სერია Volvo SUV-ზე.
Video shows bulldozer shoving cars abandoned on Sunset Blvd near #PalisadesFire. One driver tells us he had no choice but to leave his car after first responders instructed people to get out and leave immediately. @NBCNews @NBCLA pic.twitter.com/xDHhtdBBuE
— Katherine Picazo (@katnbcla) January 8, 2025
იქიდან გამომდინარე, რომ კალიფორნიაში ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება, მის დამანგრეველ შედეგებზე საუბარიც ჯერ ნაადრევია. ამ ეტაპისთვის ხანძარი 17 000 ჰექტარზე მეტზეა გავრცელებული და ხანძრის 6 კერაა აღმოჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია 6 ადამიანი, ანალიტიკოსები კი, ძლიერი ქარის გამო, ხანძრის გავრცელების შესაძლებლობაზეც საუბრობენ.