შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, კორვეტი ზეტერ1
Aa
Aa

ყველაზე ძვირად ღირებული Corvette: 2025 წლის ZR1

2025 წლის Corvette ZR1-ის გამოსვლას ბევრი ავტომოყვარული მოუთმენლად ელოდება. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მომდევნო თაობის Corvette წინამორბედებთან შედარებით ყველაზე ძლიერი იქნება და არ გაგიკვირდებათ და ყველაზე ძვირად ღირებულიც.

ცოტა ხნის წინ, Chevrolet-მა 2025 წლის Corvette ZR1-ის ფასი გაასაჯაროვა, შუაძრავიანი სუპერმანქანის ღირებულება $174 995-დან დაიწყება. რას მიიღებს მომხმარებელი ამ ფასად? – 5.5-ლიტრიან, V8 ძრავას, რომელიც 1 064 ცხენის ძალას და 1 120 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს გამომუშავება კი, როგორც გითხარით, მას ისტორიაში ყველაზე ძლიერ Corvette-დაც აქცევს. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-ს 2.3 წამში აღწევს, მაქსიმალური სისწრაფე კი, ოქტომბერში გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, 370 კმ/სთ-ს აღემატება.


სხვადასხვა პაკეტის სახით, დამატებითი ბენეფიტების მისაღებად კი, მომხმარებელს საბაზო ღირებულებაზე თანხის დამატება მოუწევს. მაგალითად, Chevrolet-ი თავისი ძლევამოსილი მოდელისთვის მძღოლებს კარბონის აეროპაკეტს სთავაზობს, $8 500-ად, ხოლო ZTK Performance Package-ის ღირებულება, რომელიც და Michelin Pilot Sport Cup 2 R-ის საბურავებსაც აერთიანებს, $1 500 იქნება.

2025 წლის ZR1 ხელმისაწვდომი იქნება ორი დიზაინით - 1LZ და 3LZ. ორივე ხელმისაწვდომია Corvette ელექტრონული დასაკეცი მყარი საურავით, რომელიც მანქანის ღირებულებას 10 000 დოლარს მატებს. 1LZ-ს უკანა ხედვის სარკის კამერა აქვს, 10-დინამიკიანი Bose სისტემით, 12-ინჩიანი ციფრული ხელსაწყოთა პანელით.



შედარებით ლამაზი დიზაინის 3LZ კი, $11 000-ით ძვირი ჯდება. მოდელი დამატებით Nappa-ს კლიმატკონტროლის სავარძლებით, მობილურის უსადენო სატენით, ტყავის ინტერიერითაა აღჭურვილი.

აქვე გეტყვით, რომ ტრადიციის მსგავსად, 2025 წლის პირველი Corvette ZR1, რომელიც ჯერ სერიული წარმოებისთვის განკუთვნილი არაა, აუქციონზე გაიყიდება. შემოსული თანხა კი, საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება. აუქციონი 2025 წლის 18-26 იანვარს გაიმართება. წლევანდელი აუქციონის მთავარი ბენეფიციარი ამერიკის წითელი ჯვარი იქნება.

მსგავსი სიახლეები