რეიტინგი, ელექტრომობილები, ტესლა
Aa
Aa

2024 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილები

ევროკავშირის რეგულაციებისა და ბაზრებზე ელექტრომობილების რაოდენობის საგრძნობლად მატების მიუხედავად, გასულ წლებთან შედარებით EV-ების გაყიდვები მცირდება. მაგრამ თუ ადრე, ელექტრომობილების სეგმენტის მთავარ დომინანტად Tesla ითვლებოდა, დღეს, ბაზარზე სხვადასხვა ავტომწარმოებლებიც იწყებენ აღზევებას. მაგრამ, ამერიკული კომპანიის დომინაციის შესუსტება საკმაოდ რთულია, რასაც ყოველწლიურად, ელექტრომობილების გაყიდვების მაჩვენებელიც ადასტურებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ავტომწარმოებელთა ნაწილი ფინანსურ შედეგებზე დეტალურ ინფორმაციას არ იძლევა. მათ შორის, არც მოდელების გაყიდვების შესახებ აქვეყნებს ანგარიშებს. მაგალითისთვის, რეიტინგის ლიდერი Tesla, მხოლოდ გლობალურ შედეგებს აქვეყნებს და არა ცალკეულ ინფორმაციებს, სხვადასხვა მოდელის გაყიდვებზე. აქედან გამომდინარე,კ რეიტინგში ავტოგამოცემების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებია გამოყენებული და არა კომპანიის ოფიციალური ანგარიშები.

ასევე რთულია Rivian-ის გაყიდვების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღება. როგორც ცნობილია, 2024 წელს ავტომწარმოებელმა ჯამში 51 570 ავტომობილი გაყიდა, თუმცა უცნობია რამდენი იყო გაყიდული მოდელებიდან R1T, R1S SUV ან RCV. საერთო ჯამში მივიღეთ შედეგი, რომლის თანახმადაც 2024 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების ათეულში შედის: Tesla Cybertruck: 24 300 ერთეული, Cadillac Lyriq: 28 402 ერთეული, Chevrolet Equinox EV: 28 874 ერთეული, Tesla Model X: 31 400 ერთეული, Honda Prologue: 33 017 ერთეული.

რაც შეეხება 2024 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების პირველ ხუთეული, რეიტინგი ასე გამოიყურება:

Ford F-150 Lightning: 33 510 გაყიდული ერთეული

გასულ წელს, F-Series-ის გაყიდვებმა 760 000 ერთეულს გადააჭარბა, საიდანაც ამ მოდელის 33 510 ეგზემპლარი გაიყიდა. არც ისე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ეს საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ Ford F-150 Lightning-ი ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების ხუთეულში მომხვდარიყო. საერთო ჯამში, ამ მოდელის გაყიდვები 2023 წელთან შედარებით, 39%-ითაა გაზრდილი.

Hyundai Ioniq 5: 44 400 ერთეული

Ioniq 5, ბოლო სამი წლის განმავლობაში Car and Driver 10Best-ის გამარჯვებულია. 2024 წელს, ამ მოდელის გაყიდვები 31%-ით გაიზარდა. 2025 წელს, Hyundai, ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას სამრიგიანი Ioniq 9 SUV-ს გაშვებითაც შეეცდება.

Ford Mustang Mach-E: 51 745 ერთეული

2021 წლის გაშვებიდან, Mustang Mach-E ელექტრომობილების მომხმარებლებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტომობილად რჩება. 2024 წელს, Tesla-ს შემდეგ, Mustang Mach-E ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი იყო. მისი შედეგები 2023 წელთან შედარებით 27%-ით გაიზარდა, თუმცა ამერიკულ კონკურენტებს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

Tesla Model 3: 145 100 ერთეული

Model 3-ის გაყიდვებმა 2024 წელს მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო, თუმცა რეიტინგში ლიდერული პოზიციის შენარჩუნება მაინც მოახერხა. ელექტრომობილის გაყიდვები 2023 წლის 232 700 ერთეულიდან მკვეთრად შემცირდა.

Tesla Model Y: 405 900 ერთეული

ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების რეიტინგში, Model Y-ის პირველი ადგილი გასაკვირი ნამდვილად არ არის. ამასთან ერთად კი, Model Y ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის მეოთხე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილიც იყო. მის განახლებულ ვერსიას კი, მალე, ამერიკული კომპანია ჩინური ბაზრისთვისაც წარადგენს.

 

მსგავსი სიახლეები