ტოიოტა, ტოიოტა იარისი, ტოიოტა ჯიარ იარისი
Aa
Aa

Toyota-მ შუაძრავიანი ცხელი ჰეჩბეკი შექმნა

Toyota Yaris-ი შესაძლოა თავის სეგმენტში დიდი პოპულარობით სარგებლობდეს, თუმცა GR Yaris-თან მისი შესაძლებლობები ახლოსაც ვერ მივა. 300 ცხენის ძალის მქონე სრულად ამძრავი GR Yaris-ის GR Corolla-ს კონკურენტად განხილვაც შესაძლებელია. იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს უკანასკნელიც 1.6-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი.

ახლა კი, 2025 წლის ტოკიოს ავტოსალონის შოუსთვის, Toyota ბევრად ძლიერი Yaris-ი წარსადგენად ემზადება. უფრო მეტიც, იაპონური ავტომწარმოებელი ტოკიოში Yaris-ის შუაძრავიან ვერსიას შემოგვთავაზებს. 


Toyota-მ GR Yaris-ში, GR Corolla-სა და Lexus LBX Morizo ​​RR-ის მცირე ზომის G16E-GTS-ის ნაცვლად, ახალი ძრავა განათავსა. G20E, რომელზე მუშაობაც ისევ მიმდინარეობს, 4-ცილინდრიანია და 2-ლიტრიანი მოცულობა აქვს. იაპონური ბრენდი მას "განვითარების პროცესში მყოფ ძრავას" უწოდებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მისი ახალი ნამუშევარი ინდუსტრიაში "გეიმ-ჩეინჯერი" იქნება. ამ ეტაპზე უცნობია, GR Yaris M Concept-ი უკანა ამძრავი იქნება, თუ Toyota ამ მოდელის სრულად ამძრავ ვერსიას შემოგვთავაზებს. 


ნაკლებად სავარაუდოა, რომ Toyota თავისი შუაძრავიანი GR Yaris-ის წარმოებაში ჩაშვებას გეგმავდეს. ეს უფრო, სპორტული ავტომობილისთვის შესაფერის განლაგებას ჰგავს. საინტერესოა ისიც, ომ ამ ყველაფრის შემდეგ, იაპონური კომპანია MR2-ის შესაძლო დაბრუნებაზეც ალაპარაკდა.

გარდა ამისა, 4-ცილინდრიანი ძრავა შესაძლოა ჩვენ Gazoo Racing-ის სხვა მოდელებშიც ვიხილოთ, ასევე ავტომოყვარულები Toyota-სგან ლეგენდარული Celica-ს აღორძინებასაც მოელიან. ხოლო ცოტა ხნით ადრე, იაპონურმა კომპანიამ პირობა დადო, რომ Supra-ს წარმოებას, არსებული თაობის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები