ბიემვი, ბიემვი ემ3, ბიემვი ე30
Aa
Aa

30 წლის შემდეგ გადარჩენილი BMW E30 | ვიდეო

იშვიათად, რომ ვინმემ, თანაც მთელი 30 წლით, E30 ბეღელში დატოვოს. ეს კონკრეტული 325i კი, რომელიც ერთ-ერთმა YouTube გვერდმა აღმოაჩინა, BMW-ის 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავითა და 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. E30 M3 ბევრი BMW-ის ენთუზიასტისთვის ოცნებად რჩება, ამის მიუხედავად, მფლობელი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ავტომობილი სახლის ბეღელში ინახავდა.

ამჟამინდელმა მფლობელმა ავტომობილი 1990-იან წლებში აუქციონზე შეიძინა. მას შემდეგ, BMW-ის მისი შვილი მართავდა, თუმცა ამის შემდეგ, ავტომობილი აღარავის გამოუყენებია. მაგრამ, ახალ მფლობელს მასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, WD Detailing-მა კი, თავისი სხვა პროექტების მსგავსად, ძალისხმევა არც ამ შემთვევაში დაიშურა. 

ბეღელიდან ავტომობილის გამოთრევის შემდეგ, რესტავრაციის პირველი ეტაპი BMW-ის სიღრმისეულად გაწმენდა იყო. საბედნიეროდ, მანქანა წლების განმავლობაში შენობაში ინახებოდა და არა ღია ცის ქვეშ, რამაც საღებავის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას ხელი შეუწყო. მცირე ხელის შევლების შემდეგ, ავტომობილი უკვე ახალივით გამოიყურებოდა. 

ინტერიერი, ერთი შეხედვით, რთულად აღსადგენი ჩანდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში კორპუსის მსგავსად კარგად შენახული გამოდგა. ხალიჩაზე რამდენიმე ლაქის გარდა, ინტერიერი თითქმის სრულად გაიწმინდა. კაპოტის ქვეშ, გუნდს მღრღნელების ბუდეებიც დახვდათ და არც ის ვიცით, მოახერხეს თუ არა მათ BMW-ის დაქოქვა. სავარაუდოდ, ამის შესახებ YouTube-გვერდი ისტორიის გაგრძელებასაც შემოგვთავაზებს.

ყოველ შემთხვევაში, ახლა კარგად გამოიყურება. ახალმა მფლობელმა სრულიად განახლებული BMW-ით თავისი E30-ის მოყვარული შეყვარებულიც გააოცა; მისი რეაქციის საფუძველზე, იმის თქმაც შეიძლება, რომ ეს BMW მალე ტრასებზე დაბრუნდება.

 

მსგავსი სიახლეები