უკან გაწვევა, ტესლა, ტესლა საიბერთრაქი
Aa
Aa

2024 წლის ყველაზე ხშირად უკან გაწვეული მოდელები

გასულ წელს, მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლების მხრიდან მათი ავტომობილების უკან გაწვევის არაერთი ეტაპი ვიხილეთ. ზოგ შემთხვევაში, კომპანიებმა, სხვადასხვა პოტენციური დეფექტის აღმოჩენის საშიშროებით, რეკორდული რაოდენობის მანქანებიც კი გაიწვიეს - დაწყებული უსაფრთხოების პრობლემებით, დასრულებული საქარე მინის შეცვლის აუცილებლობით.

თუმცა, ვერცერთი სხვა კომპანია ვერ შეედრება ამერიკული Tesla-ს შედეგებს, რომელმა გასულ წელს, მხოლოდ Cybertruck-ის უკან გაწვევა ექვსჯერ დააანონსა. ავტომობილს პრობლემები ჰქონდა, როგორც გამაფრთხილებელი განათების ზომებთან დაკავშირებით, ასევე უკანა ხედვის კამერებზე. საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) საბოლოო მონაცემებით, უკან გაწვეული 5.13 მილიონზე მეტი ავტომობილით, რეიტინგის ლიდერი სწორედ ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელია, რომელსაც 4.8 მილიონზე მეტი ავტომობილით Stellantis-ი მოსდევს.


ამ შემთხვევაში საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გასული წლის განმავლობაში, რეალურად, Stellantis-მა ბევრად მეტი - 72 უკან გაწვევის რაუნდი გამოაცხადა, როდესაც Tesla-ს ანგარიშზე მხოლოდ 16 მსგავსი შემთხვევა მოდის. თუმცა ამ რაუნდების განმავლობაში, ამერიკულმა კომპანიამ იმაზე ბევრად მეტი ავტომობილი გაიწვია უკან, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ბრენდმა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ Tesla-ს ყველა ამ მოდელის შემთხვევაში უწევდა ავტომობილების სადილეროში შესაკეთებლად გამოძახება.

რეალურად, სადილეროში გაგზავნილი Tesla-ს ავტომობილების რაოდენობა ბევრად დაბალია. მიმართვიანობა ამ შემთხვევაში დაახლოებით 40 000 იყო. საქმე იმაშია, რომ ამ ელექტრომობილების უმეტეს ნაწილს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რისი მოგვარებაც დისტანციურადაც შესაძლებელი აღმოჩნდა. გამოდის, რომ Tesla-ს მიერ უკან გაწვეული ავტომობილების 99.2% სადილეროში არ მოხვედრილა. თუმცა ის ფაქტი, რომ კომპანიამ 5 მილიონზე მეტი ავტომობილის უკან გაწვევა დააანონსა, Tesla-ზე კარგად ნამდვილად არ მეტყველებს. 

ცნობისთვის, ყველაზე მეტი, 2 193 869 ელექტრომობილის უკან გაწვევა გამაფრთხილებელი ნიშნების დეფექტს უკავშირდებოდა. კერძოდ კი, Tesla-ს ამ მოდელების შემთხვევაში გამაფრთხილებელი ნიშნები სტანდარტულზე პატარა ზომის იყო, რაც მძღოლებისთვის მათ აღქმას ართულებდა.

რადიკალურად განსხვავებული სურათი მივიღეთ Ford-ი და მათ შორის მისი ძვირად ღირებული ბრენდი Lincoln-ი უკან გაწვევებზე. Ford-ის მომხმარებლების მხრიდან, გასულ წელს, ავტომობილის შესაკეთებლად სადილეროში ვიზიტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯამში, 2024 წელს, სადილეროში შესაკეთებლად Ford-ის 4.5 მილიონზე მეტი ავტომობილი გაიგზავნა. იგივე ფაქტი დაფიქსირდა Honda-ს, Acura-სა და Stellantis-ის შემთხვევაშიც, რომელთა 3.7 მილიონზე მეტი ავტომობილი მოხვდა შარშან შესაკეთებლად სადილეროში. 

მსგავსი სიახლეები