ბიონსეს საიდუმლო და €23-მილიონიანი Rolls-Royce
დაუდასტურებელი ჭორები იმის შესახებ, რომ ბიონსე და მისი მეუღლე ჯეი-ზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილს ფლობენ, წლებია ფართოდ ვრცელდება. საუბარია 23 მილიონ ევროდ შეფასებულ Rolls-Royce Boat Tail-ზე, რომლის სულ სამი ეგზემპლარი არსებობს და შესაძლოა წყვილი სწორედ ერთ-ერთი მათგანიც კი იყოს.
უნიკალური მოდელი Rolls-Royce-მა მისი ყველაზე მდიდარი სეგმენტისთვის შექმნა. Boat Tail-ი სრულად მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული ავტომობილია და სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ მისი დიზაინი შთაგონებას მდიდრული ნავებისგან იღებს. Rolls-Royce-მა ეს მოდელი Sweptail-ის შემდეგ შექმნა - არქიტექტურის, რომელიც მის პერსონიზებული სტილით, მდიდარი კლიენტების ყურადღებას იპყრობდა.
View this post on Instagram
ავტომობილის მფლობელების ზუსტი ვინაობა გასაიდუმლოებულია. მაგრამ, გავრცელებული ხმების მიხედვით, ამ მოდელის პირველი ეგზემპლარი სწორედ ბიონსემ და ჯეი-ზიმ შეიძინეს. ჭორები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამერიკელი რეპერის ხელმოწერა Spirit of Ecstasy-თან შენიშნეს, ხოლო ბიონსეს ხელმოწერა ავტომობილის უკანა ემბლებასთან, ახლოს. ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ ეს Rolls-Royce საფრანგეთის კოტ დ'აზურით შთაგონებულ ცისფერ ფერშია შეღებილი, ამ ადგილას კი წყვილს საკმაოდ ხშირად ხედავენ.
€23-მილიონიანი Rolls-Royce-ის ჯეი-ზისა და ბიონსეს საკუთრებაში ყოფნაზე ინფორმაცია ოფიციალურად კვლავ არ დადასტურებულა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, ბევრის ვარაუდით Rolls-Royce Boat Tail-ის პირველი ეგზემპლარის საჭესთან სწორედ ბიონსე ზის. ვიდეო დუბაიშია გადაღებული.
იმის გათვალისწინებით, რომ მათი ერთობლივი ქონება დაახლოებით 1,8 მილიარდ ევროს შეადგენს, ბიონსეს და ჯეი-ზის მსგავსად ძვირად ღირებული ავტომობილის ფლობის ფუფუნება ნამდვილად აქვთ. მათ კოლექციაში კი, Rolls-Royce-ის სხვა მოდელები წარსულშიც მრავალგზის ყოფილა.