ელექტრომობილი, გაყიდვები
Aa
Aa

ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

სრულიად ელექტრომობილებისა და plug-in ჰიბრიდების გაყიდვებმა მეოთხე კვარტალში 17 მილიონს გადააჭარბა, რის შედეგადაც დეკემბრის თვეში, ზედიზედ უკვე მეოთხედ, გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გაყიდვების მატება უმეტესწილად ჩინეთის ბაზრის ზრდისა და ევროპის სტაბილური მაჩვენებლების დამსახურებაა.

ელექტრომობილებზე გადასვლას ევროკავშირისა და ცალკეული ქვეყნების შიდა რეგულაციების ძალაში შესვლის მოახლოებაც აჩქარებს. ავტომწარმოებლები გამონაბოლქვთან დაკავშირებული მაღალი ჯარიმებისთვის თავის არიდებას და ელექტრომობილების წარმოების გაძლიერებს ცდილობენ. მათ შორისაა ჩინეთი, ბრიტანეთი და გერმანიაც - ევროპაში ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების უმსხვილესი ბაზარი.


ელექტრომობილების მწარმოებლები 2025 წელს ტრანსფორმაციულ წლად განიხილავენ. ჩინეთში გაყიდვების ზრდა ნელდება, გამონაბოლქვზე რეგულაციები მკაცრდება, აშშ-ში კი 20 იანვარს თეთრ სახლს დონალდ ტრამპი დაიკავებს, რაც ქვეყანაში ელექტრომობილებისა და ჩიპების წარმოების პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

დეკემბერში, სრულიად ელექტრო და plug-in ჰიბრიდების გაყიდვები, გასული წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, 25.6%-ით, 1.9 მილიონამდე გაიზარდა. მხოლოდ ჩინეთში ზრდამ დეკემბერში 36.5% შეადგინა - რაც 1.3 მილიონს და წლიურად, ჯამში 11 მილიონ ელექტრომობილს უდრის.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ელექტრომობილების გაყიდვები დეკემბერში 8.8%-ით, 0.19 მილიონ ერთეულამდე, ხოლო ევროპაში 0.7%-ით, 0.31 მილიონ EV-მდე გაიზარდა. მსოფლიოს დარჩენილ ნაწილში, დეკემბრის გაყიდვების ზრდამ 26.4% შეადგინა. 

მსგავსი სიახლეები