ქურდობა, ჰიუნდაი, კია
Aa
Aa

ყველაზე ხშირად მოპარული ავტომობილები | ტოპ 10

პრაქტიკული რჩევაა, რომ თქვენი ავტომობილების კარი ან ფანჯარა ღია არასდროს დატოვოთ. თუმცა, რაც არ უნდა სიმკაცრით დაიცვათ „უსაფრთხოების ზომები“, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ავტომობილი კრიმინალებისგან დაცული იქნება. მაგრამ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაშიც ქურდებს თავიანთი „ფავორიტები“ ჰყავთ - შესაბამისად, ეს ის ავტომობილებია, რომლებიც მოპარულ მანქანათა სიაში ყველაზე ხშირად ხვდებიან.

ეროვნულმა სადაზღვევო კრიმინალურმა ბიურომ (NICB) ყველაზე ხშირად მოპარული ავტომობილების სია გამოაქვეყნა. მონაცემები, 2023 წლის მასშტაბით, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეგროვებულ ინფორმაციას ეფუძნება. Kia და Hyundai, სავარაუდოდ, ამ სიაში, სოციალური მედიის ვირუსული პოსტების გამო დომინირებენ, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ უნდა მოიპარონ ამ ბრენდების მანქანები. 


2023 წლის ანგარიშით, ყველაზე ხშირად მოპარული ავტომობილების ათეული ასე გამოიყურება: 

  1. Hyundai Elantra - ქურდობის 48 445 შემთხვევა.
  2. Hyundai Sonata– 42 813 შემთხვევა.
  3. Kia Optima– 32 204 შემთხვევა.
  4. Chevrolet Silverado– 23 721 შემთხვევა.
  5. Kia Soul– 21 001 შემთხვევა.
  6. Honda Accord– 20 895 შემთხვევა.
  7. Honda Civic– 19 858 შემთხვევა.
  8. Kia Forte– 16 209 შემთხვევა.
  9. Ford F150Series Pickup – 15 852 შემთხვევა.
  10. Kia Sportage– 15 749 შემთხვევა.

თუმცა რეალურად, NICB-ის თანახმად, 2023 წელი იყო პირველი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც სიის ტოპ პოზიციებზე სრული ზომის პიკაპები არ მოხვდნენ.

ეროვნულმა სადაზღვევო კრიმინალურმა ბიურომ მძღოლებისთვის რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა, რომელშიც სიფრთხილის დასაცავად და ავტომობილის მოპარვის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები გამოავლინა:

  • ავტომობილის დააპარკინგეთ კარგად განათებულ ადგილებში.
  • დარწმუნდით, რომ ყველა კარი და ფანჯარა დახურული და ჩაკეტილია.
  • შეინახეთ ძვირფასი ნივთები, ან მანქანაში დატოვების შემთხვევაში მოათავსეთ საბარგულში.
  • გასაღები თან გქონდეთ.
  • არ დატოვოთ ავტომობილი დაქოქილ მდგომარეობაში.
  • ქურდობის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეთ სადაზღვევოსა და სამართალდამცავ ორგანოებს.

 

მსგავსი სიახლეები