მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ჰონდა სივიკი
Aa
Aa

2024 წლის ყველაზე გაყიდვადი მექანიკა

წლების გასვლასთან ერთად, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების წარმოება იკლებს. თუმცა ნამდვილ ენთუზიასტთა შორის, მოთხოვნა კვლავ მაღალი რჩება, რასაც გასული წლის გაყიდვებიც ადასტურებს.

2024 წელს ყველაზე გაყიდვადი მექანიკა Honda Civic-ი იყო. გასული 12 თვის განმავლობაში, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე 17 424 Civic-ი გაიყიდა - შესაბამისად, წლის განმავლობაში სრულად გაყიდული მოცულობის (242 005) 7.2%. მექანიკური ტრანსმისიის ბაზარზე Civic-ის წარმატება განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ გავითვალისწინებთ Honda-ს გადაწყვეტილებას, 2025 წლიდან შეამციროს მექანიკური ვერსიების მიწოდება.

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში, მოცემულია გასული წლის ყველაზე გაყიდვადი მექანიკები და მათი წილი ამ მოდელის სრულად გაყიდვებში:

Civic-ის ახალი ფეისლიფტი, რომლის წარმოებაც 2024 წლის შუა პერიოდში დაიწყო, სტანდარტული სედანისა და ჰეჩბეკის მოდელებისთვის მექანიკურ ტრანსმისიაც აღარ გვთავაზობს. ხოლო მათ, ვისაც კვლავ მექანიკური ვერსიის შეძენა სურს, მოუწევს არჩევანი შედარებით სპორტულ Si-სა და Type R-ს შორის გააკეთოს. მიუხედავად ამისა, Civic-ის მექანიკური გაყიდვების მაჩვენებელმა 2024 წელს აშშ-ში ყველა სხვა მოდელის შედეგს გადააჭარბა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ პროცენტულად, მექანიკური ვერსიების ყველაზე მაღალი წილი Toyota GR Corolla-ზე მოდიოდა. გასულ წელს გაყიდული მოდელებიდან, 97%-ზე მეტი იყო მექანიკური გადაცემათა კოლოფით. საერთო გაყიდვებში მაღალი წილი ჰქონდა Subaru WRX-საც (86.7%). საინტერესოა, რომ მაღალი წილისა, WRX-ის საერთო გაყიდვები გასულ წელს შემცირდა.

კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა 2024 წელს, Volkswagen Golf GTI-ისა და Golf R-ის მაღალი შედეგები იყო. გასულ წელს, ამ მოდელების მექანიკური ვერსიების წარმოება დასრულდა, რითაც შესაძლოა მათი გაყიდვების მაღალი მაჩვენებელიც ახსნას. Volkswagen-მა დაადასტურა, რომ Golf-ის მექანიკურ ვერსიებზე მაღალი მოთხოვნა, სწორედ ამ მოდელის შეზღუდული ხელმისაწვდომობით იყო განპირობებული.

მსგავსი სიახლეები