ჩინეთი, ვერტიკალური აფრენისა და დაშვების ელექტროთვითმფრინავი
Aa
Aa

Xpeng-ის $280 000-იანი AeroHT საბარგულიდან დრონებს უშვებს

ჩინეთის ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური წინსვლა სიახლეს უკვე აღარავისთვის წარმოადგენს. ჩინური ავტომწარმოებლების მაღალგანვითარებულობის ერთ-ერთი მაგალითი კი, Xpeng-ია, და მისი ახალი AeroHT, რომელსაც საბარგულზე დრონების გაშვების სისტემა აქვს მიმაგრებული. ეს ექსტრავაგანტური 6-ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც "მიწის თვითმფრინავის მატარებელი" ეწოდება, ტექნოლოგიურ ღონისძიება CES-ზე იყო წარმოდგენილი.


Xpeng-ი AeroHT-ზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, მისი საწარმოო ვერსია კი პირველად, გასული წლის სექტემბერში წარადგინა. ახალი აპარატი ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე თანამედროვე საწარმოში აშენდება, რომელიც 180 000 კვადრატულ ფართობზეა განთავსებული. ქარხნის ყოველწლიური წარმოება 10 000 ერთეულს შეადგენს. Xpeng-მა AeroHT-სთვის 3 000-ზე მეტი შეკვეთა უკვე მიიღო, მიწოდებას კი, სავარაუდოდ, 2026 წელს დაიწყებს.

|Xpeng-ის მომავლისკენ მიმართული კონსტრუქცია ორი ნაწილისგან შედგება: „მიწის მთავარი ხომალდი“ და ვერტიკალური აფრენისა და დაშვების ელექტროთვითმფრინავი (eVTOL). „მთავარი ხომალდი“ უზარმაზარი 6-ბორბლიანი ფურგონია, რომელიც Tesla Cybertruck-ის დიზაინს მოგაგონებთ. სიგრძე დაახლოებით 5.5 მეტრია. სიგანე – 2 მეტრი, ხოლო სიმაღლე – 2 მეტრი.

AeroHT-ის უკანა ნაწილი სრულად eVTOL-ის სატვირთო სივრცედაა გამოყენებული. AeroHT-ი გაფართოებული დიაპაზონის ელექტრო მანქანა (EV) და 800-ვოლტიანი სიმძლავრის სისტემითაა აღჭურვილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოდელი ერთი დამუხტვით 1 000 კილომეტრზე მეტს გადის.


რაც შეეხება თვითმფრინავს, მას მცირე ზომის, მსუბუქი კარბონისგან დამზადებული ღია კაბინა აქვს და 6 პროპელერითაა აღჭურვილი, რომლებიც უმოქმედობისას იკეცება და მის ტრანსპორტირებასა და შენახვას უფრო ამარტივებს. eVTOL-ის 200-ზე მეტი ერთეული ტესტირებებს უკვე გადის. მათ ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისგან ფრენისუნარიანობის სერტიფიკატი გასულ წელს მიიღეს.

AeroHT-ის ფასი, ჩინეთში, სავარაუდოდ 2 მილიონი იუანი (~$272 000) იქნება. უცნობია, გეგმავს თუ არა კომპანია მისი ახალი პროდუქტის სხვა ბაზრებზე გაშვებასაც.

 

მსგავსი სიახლეები