პროტოტიპი, მერსედესი, მერსედეს ბენცი, ეს ელ ერი, კომპრესორი
Aa
Aa

Mclaren-ის და Mercedes-ის ერთობლივი ნამუშევარი

ამ ავტომობილზე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი 21-ე საუკუნის დასაწყისში ავტოსამყაროს ნამდვილი აღმოჩენა იყო. მისი სახელი Mercedes-Benz SLR Mclaren-ია! სუპერქარი პირველად 1999 წელს პროტოტიპის სახით ვიხილეთ, რომელიც 1955 წელს გამოშვებული სარბოლო SLR-ის ინსპირაცია იყო. 2003 წელს კი სერიული ვერსიაც გამოჩნდა, რომელიც პროტოტიპისგან დიდად არ განსხვავდებოდა.

Mercedes-Benz SLR McLaren - espíritu RACER

აღნიშნული პროექტი ბრიტანული Mclaren-ის და Mercedes-ის ერთობლივი ძალებით შედგა. ავტომოყვარულების წინაშე 8-ცილინდრიანი კომპრესორით აღჭურვილი ურჩხული იყო, რომელიც ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა და წინა ფრთების ქვეშ მოთავსებული გამოსაბოლქვი მილებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ამ მილებიდან გამომავალი ხმა კი ნამდვილი სიგიჟე იყო. 626 ცხენის ძალა და 780 ნიუტონი! ეს ის მონაცემები იყო, რომელსაც 5.4 ლიტრიანი აგრეგატი გამოიმუშავებდა.

Mercedes-Benz SLR McLaren Tarihi - arabam.com

აღნიშნულ ავტომობილს უმეტესობა SLR-ით მოიხსენიებს. ეს სახელწოდება აბრევიატურაა და შემდეგნაირად იშიფრება: S – Sport, L – Light და R – Race-ს აღნიშნავს. Mclaren SLR-ი თავისი დროის საუკეთესო სუპერავტომობილია, იგი სულ რაღაც 2 157 ერთეულია წარმოებული. ერთადერთი რაც ამ ავტომობილში ცოტა არ იყოს გაუგებარია, მისი გადაცემათა კოლოფია. SLR 2000-იანებში „ფერარების“, „პორშეების“ და მსგავსი სუპერავტომობილების გვერდით განიხილებოდა, შესაბამისად ბევრი ავტომოყვარულისთვის დღემდე გაუგებარია 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

მსგავსი სიახლეები