ალპინა, ბიემვი, ალპინა ბი8 ჯითი
Aa
Aa

Alpina-ს ყველაზე მძლავრი მოდელი: B8 GT

BMW Group-ს 2022 წლის დასაწყისში Alpina შეუერთდა და მასთან ერთად, პროდუქციის სრულიად ახალ ხაზზე დაიწყო მუშაობა, რომლის გაშვებაც მიმდინარე ათწლეულის მეორე ნახევარში იგეგმება. არსებული ხელშეკრულება ორ ბრენდს შორის წლის ბოლოს სრულდება, ასე რომ ახალი ავტომობილების აღმოსაჩენად დრო ჯერ კიდევ არის. 

მანამდე კი ახალ B8 GT-ის წარმოგიდგენთ, ყველაზე მძლავრ სერიული წარმოების ავტომობილს Alpina-ს ისტორიაში. 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ Alpine-ს ახალ ფლაგმანში განახლებული ძრავა დაგხვდებათ: ორტურბინიანი 4.4-ლიტრიანი V8, რომელიც 625 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 850 ნიუტონ მეტრია. შედეგად, სტანდატრულ Alpina B8-თან შედარებით, გამომუშავება 12 ცხენის ძალითაა გაზრდილი. ამავდროულად, ის მხოლოდ ერთი ცხენის ძალით ჩამოუვარდება BMW-ის ყველაზე მძლავრ, ბენზინზე მომუშავე M5 CS-ს. 

ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ-მდე მისაღწევად 3.3 წამი სჭირდება, ხოლო 200 კმ/სთ-ს 10.5 წაში აღწევს. ეს Alpina 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, რათა მაქსიმალურად გაუმკლავდეს 8-ცილინდრიანი ძრავიდან წამოსულ დამატებით სიმძლავრეს. 

BMW M8 Gran Coupe-სგან განსხვავებით, რომელშიც რეალური M ძრავა, S63-ია განთავსებული, B8 GT-ში ჩვეულებრივი N63 ვერსიაა გამოყენებული. ამის გამო, ის უფრო მეტად M850i-ის ჰგავს, ვიდრე M8-ს. 

ახალი ფლაგმანის წარმოება მხოლოდ 99 ერთეულით შემოიფარგლება, თუმცა მხოლოდ 20 მათგანი იქნება შეთავაზებული ორტონიანი - ლურჯი და მწვანე შავთან - ფერების სქემით. თითოეულ ეგზემპლარს კარბონის კორპუსი და უფრო თვალსაჩინო უკანა დიფუზორი აქვს. Alpina 21-ინჩიან დისკებზე დგას, რომელიც Pirelli P Zero-ის საბურავებშია გახვეული. ავტომობილის კორპუსზე ბურკარდ ბოვენზიპენის ხელმოწერაცაა - Alpina-ს დამფუძნებლის, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

რაც შეეხება ფასს: გერმანიაში ავტომობილის სავარაუდო საფასო დიაპაზონად €225 000-$231 466-მდე განიხილება. ორტონიანი საღებავის არჩევის შემთხვევაში კი, ღირებულებას დაახლოებით 10 ათასი ევრო დაემატება.

მსგავსი სიახლეები