ტრევის სკოტის უახლესი, $160 000-იანი მონსტრი
ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა ტრევის სკოტმა, თავისი ავტომობილების კოლექცია, უახლესი, $160 000 ღირებულების "მონსტრით" გაამდიდრა. SoFlo Customs-ის წარმომადგენლების მტკიცებით, სკოტის საკუთრებაში ახლა უკვე შეზღუდული გამოშვების Hemi Hellcat V8 Horsepower Apocalypse Omega Rex-ია.
რეპერის ახალი ავტომობილის დიზაინზე Apocalypse Manufacturing-მა იმუშავა და მოდელი, საშინელ პირობებთან გამკლავებისთვის დააპროექტა, თუმცა მაქსიმალურად კომფორტული ინტერიერით. სატვირთო ავტომობილი 6.2-ლიტრიანი HEMI V8 ძრავითაა აღჭურვილი, 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და თითქმის ისეთივე სწრაფია, როგორც სკოტის სხვა ავტომობილების უმეტესობა. მანქანა სიმაღლეში 2.4 მეტრია, სიგრძეში დაახლოებით 7.5 მეტრი და 5.5 კილოგრამს იწონის.
Apocalypse Ram-ის 40-ინჩიანი საბურავები დიდ 22-ინჩიან ბორბლებზეა მორგებული, შეცვლილია ავტომობილის დაკიდების სისტემაც და კორპუსიც, რათა უკეთ შეძლოს მან ყველანაირ, გარემოპირობებთან გამკლავება. მას აქვს უფრო მკაცრი, ჯავშანტექნიკის საფარი ჩვეულებრივი საღებავის ნაცვლად, დამატებით კი, გაძლიერებული, WAR-ის ცხაური და სახურავზე პროჟექტორებით.
ცნობისთვის, ტრევისი არც პირველი რეპერია, რომლის კოლექციაშიც ეს მოდელი ვიხილეთ. ცოტა ხნის წინ, $200 000-ად კანადელმა რეპერმა დრეიკმა შეჯავშნული Apocalypse Super Truck-ი შეიძინა, რომელიც 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და 870 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ტრევისს ავტომობილების გამორჩეული კოლექცია უკვე ჰყავს, რომლის სოლიდურ წარმომადგენლებში შედიან: Ferrari 488, LaFerrari, Lamborghini Huracan LP610-4, Aventador SV, Bugatti Chiron, Maybach G650 Landaulet, Toyota MR2... 2022 წელს, რეპერმა, Bugatti Veyron Chiron Super Sport-იც შეიძინა, რომლის ღირებულებაც $5.5 მილიონს აღწევს.