ევროკავშირი, ჰიბრიდული, ელექტრომობილები
Aa
Aa

ევროკავშირში ახალი მანქანების ნახევარი ელექტრო და ჰიბრიდი იყო

2023 წელს, ევროკავშირში რეგისტრირებული ახალი მანქანების თითქმის ნახევარი - 48.3%, ჰიბრიდი ან ელექტრო იყო. საერთო ჯამში, რეგისტრირებული ჰიბრიდული და ელექტრომობილების რაოდენობამ 2023 წლის განმავლობაში 10.7 მილიონ ერთეულს მიაღწია. Eurostat-ის უახლესი მონაცემებით, ეს რაოდენობა თითქმის უტოლდებოდა ტრადიციულ, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების შედეგებს.

2023 წელს, მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე ახალი ელექტრომობილების რეგისტრაციამ 4.4 მილიონს მიაღწია, რაც თითქმის 88-ჯერ მეტია 2013 წლის და 12-ჯერ მეტი 2018 წლის მონაცემებთან. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, ყველაზე მაღალი წილი ახლადრეგისტრირებულ ავტომობილებს შორის, 34.5%, კვლავ ბენზინზე მომუშავე მანქანებს უკავიათ. შემდეგ მოდის, არა plug-in ჰიბრიდები (21.1%), მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე (14.5%) და დიზელზე მომუშავე მანქანები (14.3%).


უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის მასშტაბით ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. მათ შორის ევროკავშირის ცხრა სახელმწიფოში, ახალ რეგისტრაციებში, 2023 წელს ჰიბრიდული და ელექტრომოდებელის წილმა 50%-ს გადააჭარბა.

2023 წლის რეგისტრაციებში, ჰიბრიდული და ელექტრომოდელების ყველაზე მაღალი წილით ლიდერი ფინეთი იყო. ფინეთში აღნიშნული ტიპის ავტომობილების რეგისტრაციამ, საერთო რაოდენობის, 78% შეადგინა. აქედან 44% მოდიოდა ჰიბრიდზე, 34%-იც - ელექტრომობილებზე. შემდეგ არის შვედეთი 69%-ით, 30% - ჰიბრიდი, 39% - ელექტრო. ხოლო შემდეგ ნიდერლანდები: 37% - ჰიბრიდი, 31% ელექტრო.

ამის საპირისპიროდ, ბულგარეთი ჰიბრიდული და ელექტრომობილების რეგისტრაციის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, 7% დაფიქსირდა. შემდეგ იყო ჩეხეთი 20%-იანი რეგისტრაციით და ხორვატია 28%-ით.

მსგავსი სიახლეები