პორშე 911, ტოიოტა სუპრა, ტოიოტა ჯიარ86, ბიემვი ზეტ4, ნისან ზეტი, მერსედეს ესელი, ფორდ მუსტანგი
Aa
Aa

2024 წლის ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილები

ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, 2024 წელს, იმაზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა, ვიდრე ოდესმე. ამის პარალელურად კი, გასულ წელს, გაყიდვების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა სხვა სეგმენტის ავტომობილებისთვის, რომელთა შორისაც სპორტული მანქანებიც მოხვდა. საერთო ჯამში, 2024 წელს სპორტული ავტომობილების გაყიდვები 13%-ით, 247 631 ერთეულამდე შემცირდა, თუმცა მათ შორისაც იყო მოდელები, რომლებმაც სხვებთან შედარებით მომხმარებლებში ბევრად მაღალი პოპულარობა შეინარჩუნეს.


მიუხედავად, 2024 წელს, სპორტული ავტომობილების მიმართ ამერიკელების ინტერესის შემცირებისა, Porsche-ს საკულტო 911-მა დადებითი შედეგების შენარჩუნება მაინც მოახერხა. აშშ-ის მასშტაბით გაყიდულ სპორტულ ავტომობილებს შორის 911-მა მეშვიდე პოზიცია დაიკავა. 2023 წელთან შედარებით, ამ მოდელის გაყიდვები 20.8%-ითაა გაზრდილი. შედეგად, 2024 წელს, Porsche-მ მომხმარებელს 14 000 ერთეული 911 მიაწოდა და გადაასწრო ისეთ კონკურენტებს, როგორებიც Alfa Romeo და Jaguar-ი არიან.

Porsche-ს მიღწევა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება 911-ის მაღალი ფასის გათვალისწინებით. ამ მოდელის საბაზისო ფასი $120 000-დან იწყება, რაც მას ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ ავტომობილად აქცევს ჩამოთვლილთა შორის. საინტერესოა ისიც, რომ ყველაზე დიდი ზრდა, ერთი წლის პერიოდის გაყიდვებში, BMW-ის მეორე სერიაში დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ვარდნა კი, Camaro-მ განიცადა. 


2023 წელთან შედარებით, გაყიდვები გაიზარდა Toyota GR86-ის შემთხვევაშიც. 3.1%-იანი მატების შედეგად, ამ მოდელის გაყიდვებმა 11 426 ერთეულს მაიღწია და გადაასწრო Subaru BRZ-ს, რომლის გაყიდვებიც 20%-ით დავარდა. GR86-მა ასევე გაუსწრო Nissan Z-ს, BMW Z4-ს და Toyota-ს Supra-ს. ამის მიუხედავადაც, გასულ წელთან შედარებით 3 164 ერთეულამდეა გაზრდილი Nissan Z-ის გაყიდვები - რაც ნაწილობრივ მექანიკური ვერსიის შეთავაზების დამსახურებაა - და 2 129 ერთეულამდე, თითქმის გაორმაგებულია BMW Z4-ის შედეგები.

ამის საპირისპიროდ, უფრო ძვირადღირებულ მოდელებს, როგორიცაა Mercedes SL და Porsche 718, ჰქონდათ ნაკლებად ხელსაყრელი შედეგები. ამასთან ერთად, დაღმასვლა განიცადა ერთ დროს, სპორტული ავტომობილების მთავარმა ფავორიტმა Ford Mustang-მა. Mustang-ის გაყიდვები 9.5%-ით, 44 000 ერთეულამდე შემცირდა. ანალოგიურად, Chevrolet Corvette-ის გაყიდვები 3%-ით, 33 330 ერთეულამდე დავარდა.

მსგავსი სიახლეები