Aa Aa
26 მაისი 2020  |  14:26

Drivable Designs-მა Tesla-ს მინივენის რენდერი შექმნა

Tesla-ს მინივენის რენდერი საინტერესოდ გამოიყურება.  

მიუხედავად იმისა, რომ Tesla Model X დახვეწილად გამოიყურება, შევარდენის ფრთის ფორმის კარის მინივენის მსგავსი სრიალა კარით ჩანაცვლება მას უფრო პრაქტიკულს გახდიდა. პარკირებისთვის საჭირო სივრცესაც შეამცირებდა.

Drivable Designs-მა გადაწყვიტა, Tesla Model XL მინივენის ფორმით შეექმნა. უფრო სწორად, მათ მანქანის რენდერი შექმნეს.

თავდაპირველად, მანქანას მინივენის მსგავსი კარი არ ჰქონდა, შემდეგ კი ერთ-ერთი ავტოგამოცემის თხოვნით, ახალი რენდერი შექმნეს, რომელზეც Model XL-ს სრიალა კარი აქვს.

იმისთვის, რომ ასეთი კარი დიზაინში ჩამჯდარიყო, მანქანის დაგრძელება გახდა საჭირო.

- „Tesla Model XL Minivan შევქმენით. იდეალური რენდერის მისაღებად მანქანის დაგრძელება და რამდენიმე დეტალის შეცვლა მოგვიწია“. - ამბობს Drivable Designs-ი.

სურათებზე თქვენ რენდერის ორიგინალ და ახალ ვერსიასაც ხედავთ. თქვენთვის რომელი უფრო მისაღებია, ეს უკვე გემოვნების საკითხია.

გაზიარება: