სუპერქარი, სატვირთო, პროტოტიპი, მერსედესი
Aa
Aa

სატვირთო სუპერავტომობილის ვიზუალით

მეოცნებეების გარეშე პროგრესი არ არსებობს, ინოვაცია პრაგმატული აზროვნების მიღმა იბადება. გამოცდილების საწინააღმდეგოდ წასვლა ყოველთვის ახალს და არაჩვეულებრივს წარმოშობს. თუმცა ეს ყველაფერი დიდ რისკებსაც მოიცავს, რამაც შეიძლება დიადი იდეა დასაბამშივე დაამხოს. მანფრედ შტეინვინთერი ზუსტად ასეთი მეოცნებე იყო, მან ყველასთვის წარმოუდგენელი სატვირთო შექმნა, რომელიც ერთი შეხედვით Lamborghini Countach-ზე არაფრით ნაკლები იყო.

STL file Steinwinter Supercargo 2040 truck model RC Prototype ???? ・3D  printable model to download・Cults

ეს ფუტურისტული სატვირთო 1983 წელს ფრანკფურტის ავტო შოუზე წარდგა. ავტო სამყაროსთვის მალევე გახდა ცნობილი ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ პროექტი Mercedes-ის დიდი მხარდაჭერით შეიქმნა. ყველასთვის ცნობილმა ავტოკომპანიამ შტეინვინთერს შასი და ძრავა მისცა. ამ ფაქტის გამო პროტოტიპმა უფრო მეტი სიმპათია გამოიწვია. Mercedes-ის აგრეგატი 276 ცხენის ძალასა და 1020 ნიუტონ გამოიმუშავებდა და მას 16-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი უერთდებოდა.

Steinwinter Supercargo 20.40: The Futuristic Tractor-Trailer Built ...

ინტერიერი „სუპერქარის“ სტილში ჰქონდა, დაბალი ანატომიური ტყავის სავარძლები და საჭის განლაგება ზუსტად ისეთი იყო, როგორიც არაერთ სპორტულ მანქანას ჰქონდა. სატვირთოს მცირე გაბარიტები იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვის კომფორტული ყოფილიყო. Steinwinter-ის ფუტურისტულ ფორმას თავისი დანიშნულება ჰქონდა - ნაკლები წინააღმდეგობა ჰაერთან, რაც საწვავის ეკონომიას და მეტ სიჩქარეს განაპირობებდა, აგრეთვე ტვირთისთვის მეტი სივრცე და მანევრირებისთვის მეტად მოქნილობა.

Steinwinter Supercargo 20.40, un camión concept de consumo reducido y gran  capacidad de carga

უცნაურმა სატვირთომ ტესტებზე 3000 კმ-ზე მეტი გაიარა, სადაც რამდენიმე მოდიფიკაციაც განიცადა. ყველა ავტომოყვარულმა იცის, რომ ინოვაციურ პროექტებს სანამ სერიულ წარმოებაში ჩაეშვება დიდი დრო და ბევრი ტესტი სჭირდება. თუმცა 80-იანი წლების ბოლოს ევროპაში მიღებულმა კანონმა სატვირთოების შესახებ ფუტურისტული სატვირთოს პროექტი სამუდამოდ მოკლა. კანონი სატვირთოების მთლიან სიგრძეს და გამოსაყენებელი ტვირთის გაბარიტებს ზღუდავდა. მოცემულ პარამეტრებში Steinwinter Supercargo-ს გაბარიტები სამწუხაროდ ვეღარ თავსდებოდა.

Steinwinter Cab-Under

ავტო სამყაროში მკვდარი პროტოტიპების გაცოცხლება არაერთხელ მომხდარა, ამიტომ , თუ მომავალში მსგავსი სატვირთოს პრემიერა ვიხილეთ, გვახსოვდეს, რომ ეს მანფრედ შტეინვინთერის გამოგონებაა, რომელიც 1983 წელს შეიქმნა.

მსგავსი სიახლეები