მერსედეს ბენცი, მერსედეს ბენცი ე-კლასი, მერსედეს ბენცი ე200
Aa
Aa

Mercedes E-Class-ი: 6 კარით და 4 ცილინდრით

Mercedes-Benz E-Class-ის ენთუზიასტებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც საყვარელი ავტომობილისგან მეტი სამგზავრო ტევადობის მიღება სურს, ახლად გამოჩენილი, 6-კარიანი პროტოტიპი ალბათ კარგი ვარიანტი იქნება. ეს, სპეციალური შეკვეთით დამზადებული ვერსია, არამხოლოდ ზომით, არამედ შთამბეჭდავი მოდიფიკაციებითაც გამოირჩევა.

უცნობია, თუ ვინ იმუშავა Mercedes-ის ამ უნიკალურ პროექტზე. ხელწერიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ E-Class-ისეს ვერსია Binz-ს უნდა ეკუთვნოდეს - კომპანია რომელიც Mercedes-ის მოდიფიკაციებით აქამდეც გამოირჩეოდა. Binz-ის ამ დრომდე ისეთ პროექტებზე უმუშავია, როგორებიცაა სასწრაფო დახმარების მანქანები, სამთავრობო ავტომობილები, სამგლოვიარო მანქანები და მაღალი კლასის ლიმუზინები.

ექვსკარიანი E-Class-ის ბოლო ეგზემპლარი 2010 წელს იქნა წარდგენილი. ამ ავტომობილის საერთო სიგრძე თითქმის 6 მეტრს აღწევდა. მანქანაში სავარძლები სამ რიგად იყო განლაგებული, ხოლო მეორე რიგი „კაპიტნის სკამებს“ გვთავაზობდა, რომლებიც ერთმანეთისგან ცენტრალური კონსოლით იყო განცალკევებული. იმ დროისთვის, 6-კარიანი მოდელის სხვადასხვა ვერსია იყო წარმოდგენილი, მათ შორის შეჯავშნული ვარიანტიც დამატებითი უსაფრთხოებისთვის.

Binz-მა, თანამედროვეობაშიც გააფართოვა Mercedes-ის E-კლასის უახლესი თაობა და მისი ბევრად ტევადი ვერსიაც წარგვიდგინა. ფოტოებზე ნაჩვენებ პროტოტიპს, ტრადიციული კარის სახელურები აქვს. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს სახელურები, სერიული წარმოების მოდელში, მისი თანამედროვე ალტერნატივებით ჩანაცვლდება. მიუხედავად მისი უზარმაზარი პროპორციებისა, პროტოტიპი ინარჩუნებს E-Class-ის საფირმო მახასიათებლებს, აერთიანებს ფუფუნებას ფუნქციონალურობასთან.

საინტერესოა, რომ პროტოტიპის საბარგულზე E200 ნიშანია დამაგრებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი. ზუსტად ისე, როგორც სტანდარტულ ვერსიაში. ავტომობილი 201 ცხენის ძალასა და 320 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, 0-დან 100-მდე კი, 7.5 წამში ჩქარდება. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ-ია.

მსგავსი სიახლეები