ჩინეთში, კაცს ავტომობილით მასობრივი დარბევისთვის, სიკვდილით დასჯა მიესაჯა
ნოემბერში, ავტომობილით თავდასხმაში ბრალდებულ პირს, ჩინეთში სიკვდილით დასჯა მიესაჯა. მამაკაცი სულ მცირე 35 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, რაც ქვეყნისთვის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე სასიკვდილო თავდასხმაა.
ფან ვეიციუ, 62 წლის, თავისი ავტომობილით, სტადიონის გარეთ, ხალხით სავსე ტერიტორიაზე შევარდა. სახელმწიფო მედიის ცნობით, რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთი მასობრივი მკვლელობა მოხდა, რომელში ბრალდებულსაც ასევე, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ფანი "უკმაყოფილო იყო განქორწინების შემდგომ ქონების გაყოფით, ხოლო მეორე თავდამსხმელის შემთხვევაში, დანაშაულის მამოტივირებელი, გამოცდის დაბალი შედეგები აღმოჩნდა".
ფანი შემთხვევის ადგილზე, 11 ნოემბერს აიყვანეს. საპატრულო დანაყოფის ცნობით, მას თვითმიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. დეკემბერში, ის დამნაშავედ ცნეს "საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდებისთვის", ხოლო სასამართლომ მისი დანაშაულის მოტივი აღწერა, როგორც "უკიდურესად საზიზღარი", ხოლო მეთოდი "განსაკუთრებით სასტიკი".
ჩინეთში, სიკვდილით დასჯის სტატისტიკა, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. თუმცა ადამიანთა უფლებების დამცველი ჯგუფების ცნობით, ქვეყანაში, ყოველწლიურად, ათასობით ადამიანს სჯიან სიკვდილით. სიკვდილით დასჯა, ტრადიციულად, ცეცხლსასროლი იარაღით ხდება, თუმცა ბოლო წლებში სასიკვდილო ინიექციაც დაინერგა.