ვიღაცამ ამ ჯართში ძალიან დიდი თანხა გადაიხადა | რატომ?
თქვენს წინაშეა 1987 წლის Chevrolet Chevette, მოდელი, რომლის შესახებაც შესაძლოა ბევრს არც არაფერი სმენია. ეს არამხოლოდ სერიის უკანასკნელი გამოშვება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეკონომიური მოდელია, რომელიც ოდესმე შექმნილა. ამ ფაქტიდან გამომდინარე, გასაკვირიც არაა, რომ ამ მოდელის ოდომეტრზეც მხოლოდ 75 კილომეტრია დატანილი. საავტომობილო ისტორიის ეს ხელუხლებელი ნაწილი, კვლავ ინარჩუნებს ქარხნულ დოკუმენტაციას, რომლის თანახმადაც, გამოშვების წელს - 1987 წელს, ამ მოდელის საწყისი ფასი $4 995-ს შეადგენდა.
ეს Chevette, Mecum's Kissimmee 2025-ის აუქციონზე $33 000-ად გაიყიდა. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან სურდა, ახალ მდგომარეობაში მყოფი ბოლო გამოშვების Chevette შეეძინა. თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ მიუხედავად დაბალი გარბენისა, ეს ავტომობილი არც ისეთი ახალია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
სახურავის შიდა ნაწილი ძვრება, რაც ამ პერიოდის ავტომობილებისთვის დამახასიათებელიცაა, რადგან წებო დიდი ხნის გამშრალია. ძრავის განყოფილება ძირითადად სუფთაც გამოიყურება, თუმცა ალუმინის ნაწილზე ჟანგი შეიმჩნევა. ნაკაწრებია ავტომობილის კორპუსსა და Chevette-ის ემბლემაზეც. აქ გასაკვირი არაფერია, თუ ავტომობილის ასაკს გავითვალისწინებთ, თუმცა მთავარი აქ ისაა, რომ ამ პრობლემების ნაწილი აუქციონის აღწერაში მითითებულიც კი არაა.
მაგრამ, ავტომობილის დადებითი თვისებებიც არ უნდა დავივიწყოთ - განსაკუთრებით კი, მანქანის 4-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია და "ოლდ-სკული", თავისი გრძივად განლაგებული ძრავით, რომელიც მთლიან 65 ცხენის ძალას ავტომობილის უკანა ბორბლებზე ანაწილებს.
ამ ყველაფრის შემხედვარეც, რთულად წარმოსადგენია, რომ ვინმემ ამ მოდელში $33 000 გადაიხადოს. თუმცა ყველა მოდელს თავისი თაყვანისმცემელი ჰყავს და არც ეს Chevette იქნებოდა გამონაკლისი. მაგრამ მაინც, ამ თანხად ახალი Honda Civic Si-ის შეძენაა შესაძლებელი, თანაც ისე, რომ ტრანსპორტირების ხარჯებიც დაიფაროს.