Ferrari-ის სარფიანი გარიგება სტალონეს ავტომობილის შეძენის მსურველებს
მის მიერ შესრულებული როლებიდან, სილვესტერ სტალონესთან ალბათ ყველაზე მეტად "რემბო" ასოცირდება. რემბოსა და სტალონესთან კი, Lamborghini LM002, V12 ძრავით აღჭურვილი ულტრამდიდრული მოდელი, რომელიც ძალიან კარგად ერგებოდა მის მიერ ეკრანზე განსახიერებულ პერსონაჟებს.
თუმცა, სტალონეს განსაკუთრებული სიყვარული Ferrari-ს მიმართაც ჰქონდა და ამ ბრენდის არაერთ მოდელსაც ფლობდა. მათ შორის იყო 599 GTB Fiorano და მსახიობის პირველი სუპერ სპორტქარი 1972 წლის Ferrari 365 GTC/4. ეს უკანასკნელი პირველად 1971 წელს, ჟენევის ავტოშოუზე ვიხილეთ. მოდელის მხოლოდ 500 ეგზემპლარი შეიქმნა, აქედან უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის. ავტომობილი 4.4-ლიტრიანი V12 ძრავითა და 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი და 340 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. სპორტული სილუეტის მიუხედავად, ავტომობილს უკანა, დასაკეცი სავარძლებიც ჰქონდა, რომლებიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.
სტალონეს საკუთრებაში არსებული ავტომობილი, შასით 15 471, მარანელოს Oro Kelso-ს ფერისაა და კრემისფერი ტყავის ინტერიერით, კონდიციონერითა და ელექტროფანჯრებითაა აღჭურვილი. თავდაპირველად, ეს მოდელი ნევადაში, Modern Classic Motors-ის დილერისთვის იყო განკუთვნილი. 1970-იანი წლების ბოლოს, ავტომობილი კინოინდუსტრიის გავლენიანმა ფიგურამ, მაიკლ ოვიცმა შეიძინა, რომელიც სხვა ცნობილ მსახიობთან ერთად, სტალონესთანაც თანამშრომლობდა. შესყიდვიდან მალევე, 1978 წლის აგვისტოში, ოვიცმა ავტომობილი შავ ფერში გადაღება და კრემისფერი ტყავის ინტერიერიც, შავით შეცვალა.
როკისა და რემბოს როლებმა სტალონეს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. რემბოს მეორე ნაწილის გადაღებები სრულდებოდა, როდესაც სლანობემ ოვიცთან შეთანმებას მიაღწია და 365 GTC/4 შეიძინა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, სტალონე ავტომობილს თითქმის არ იყენებდა, ძირითადად მხოლოდ კალიფორნიის გარშემო გადასაადგილებლად.
მაგრამ ყველაფერს დასასრული აქვს და 1980-იანი წლების ბოლოს მსახიობმა მანქანა თავადაც გაყიდა. ამის შემდეგ კი, ეს მოდელი Ferrari-ის მოყვარულთა შორის, ხელიდან ხელში გადადიოდა მანამ, სანამ 1992 წელს, ამჟამინდელმა მფლობელმა არ შეიძინა.
ამ ავტომობილის მოყვარულთათვის კარგი ამბავი ისაა, რომ სტალონეს Ferrari აუქციონზე 24 იანვარს გამოჩნდება. და თან, ძალიან კარგ ფასად. ბევრი ალბათ ელოდება, რომ ავტომობილის ფასი რამდენიმე მილიონი ევრო იქნება, თუმცა რეალურად, მისი მფლობელი მანქანის გაყიდვით მხოლოდ 121 000 ევროდან 145 000 ევრომდე მიიღებს.